ისაკო დევიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა – სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი მუხლი სისხლის სამართლით გადაუკვალიფიცირეს, ასევე ედავებიან მოსამართლე ზვიად ცეკვავას და წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლის შეურაცხობას.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, ისაკო დევიძის საქმეში დევს საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი სხდომის ოქმი და ასევე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ამოღებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები.
ისაკო დევიძის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურასტან საპროცესო შეთანხმების შესახებ პოზიციები შეთანხმებული არ არის .
მხარეები ვამბობთ შესავალ სიტყვას, რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, მასთან დაკავშირებით გარკვეული კომუნიკაცია გვქონდა პროკურატურასთან, თუმცა საბოლოო პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. თავად ისაკომ მიმართა საპროცესოზე, გამოხატა სურვილი, თუმცა ამასტან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს. არ არის ცნობილი საპროცესოს პირობები, უბრალოდ ჩვენ გარკვეული მზაობა გამოვხატეთ საპროცესოსთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ ჯერ შეთანხმებული არ არის ეს პოზიციები. ისაკოს ედავებიან მოსამართლსი შეურაცხყოფას, საქმეში დევს ვიდეომასალები რომელიც სასამართლო სხდომაზე არის გადაღებული და ასევე მას ედავებიან სამართალდამცავი უწყების თანამშრომლის შეურაცხყოფას, საუბარია დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლის შეურაცხყოფაზე”, – ამბობს ისაკო დევიძის ადვოკატი.
დღეს საქალაქო სასამართლოში ისაკო დევიძის საქმეზე პროცესი ჩატარდა, თუმცა სხდომა 13 ივლისამდე გადაიდო.
