მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინა ივანიშვილის მიმართვას ეხმაურება.
„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა.
მე მხეცურად მომიკლეს უდანაშაულო შვილი.
რომ არა ნია იმნაძე ან/და გიორგი მალანია, დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა.
საქმეში უხვადაა პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, პროკურატურას აქვს სრული მზაობა, სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ვიმედოვნებ, ხელი არ შეეშლებათ თავიანთ უფლებამოსილებაში.
სიმართლე ცალსახაა, დარჩა მთავარი – სამართალი. ბედნიერ დედად დაბერდით, ქალბატონო ეკატერინა“ – წერს ეკა კუპატაძე.
