“ტვ პირველი” განცხადებას ავრცელებს”
“სოციალურ ქსელში მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია ტელეკომპანია “პირველის”, ლოგოს, სახელის და არხის წამყვანების ყალბი ციტატების გამოყენებით.
ყალბი კამპანიის ავტორები ტვ პირველის სახელის გამოყენებით მოქალაქეებს მოუწოდებენ თანხა ჩადონ “კავკაუსის ინვესტის” პლატფორმაზე სარგებლის მიღების მიზნით. გვსურს განვმარტოთ, რომ ეს არის თაღლითობა არხის, ლოგოს სახელის და წამყვანების ყალბი ციტატების გამოყენებით.
არასდროს მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არ განთავსებულა ტვ პირველის ვებ-გვერდზე და არასდროს მსგავსი შინაარსის ექსპერიმენტი არ ჩაუტარებია არც ერთ წამყვანს. მოსახლეობას მოვუწოდებთ გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე რადგან ეს არის თაღლითური კამპანია.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
