მსოფლიო ბირჟებზე უნცია ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 025 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასმა 0.04%-ით მოიმატა.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 58.7 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.87%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქართველოში ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 356 ლარია, 750 სინჯის – 267 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 208 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 4.91 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 4.30 ლარი ღირს.
