Tuesday, June 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბრალდებულმა მომმართა და მითხრა, რომ ბოდიშს მიხდის, მაგრამ მაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ნამდვილად ჩემზე თავდამსხმელია” – გურამ როგავა

June 30, 2026
“ბრალდებულმა მომმართა და მითხრა, რომ ბოდიშს მიხდის, მაგრამ მაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ნამდვილად ჩემზე თავდამსხმელია” – გურამ როგავა

ბრალდებულმა მომმართა და მითხრა, რომ ბოდიშს მიხდის, მაგრამ მაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ის ნამდვილად ჩემზე თავდამსხმელია,- ამის შესახებ ჟურნალისტმა, გურამ როგავამ მის მიმართ აქციაზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სპეცრაზმელთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გურამ როგავამ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, აქ დღეს იმ მიზნით მოვიდა, რომ თვალებში ჩაეხედა იმ ადამიანისთვის, რომელიც მის საქმეზეა დაკავებული, მაგრამ ამ ეტაპზე „არ არის დარწმუნებული, რომ ეს ადამიანი ნამდვილად მასზე თავდამსხმელია“.

„13 ივლისს, 13:00 საათზე პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება, ოღონდ მტკიცებულებები ბრჭყალებში. ერთადერთი, რაც „ფორმულას” მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, არის – პროკურატურისა და შსს-ს შორის მიმოწერის ოფიციალური დოკუმენტაცია და აღიარებითი ჩვენებები. მეტი საქმეში არაფერი არ არის.

მე, აქ დღეს იმ მიზნით მოვედი, რომ თვალებში ჩამეხედა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩემს საქმეზეა დაკავებული, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანი ნამდვილად თავდამსხმელია. ვიდეოში ასახული პირისა და სასამართლო დარბაზში მყოფი პირის ფიზიკური მონაცემები, ჩემი ხედვით განსხვავებულია, ეს ბევრად მომცრო ტანისაა. შესაბამისად, კითხვები მაქვს.

ბრალდებულმა მომმართა და მითხრა, რომ ბოდიშს მიხდის, მაგრამ მაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ის ნამდვილად ჩემზე თავდამსხმელია”,- განაცხადა გურამ როგავამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული საქმიდან ლევან ხაბეიშვილის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებული ანი ნასყიდაშვილის ოჯახის წევრი, რომელმაც სოციალურ ქსელში ეკა კუპატაძეს შეურაცხყოფა მიაყენა
  • რას ამბობს კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე?
  • “ამოცანაა, რომ ახალი პოლიტპატიმრები იყვნენ და ისიც ჩანს, რომ იქნებიან” – ნიკა გვარამია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge