Tuesday, June 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“Liebe Peter, auf wiedersehen! – მეტი რა უნდა ვთქვათ?! კარგად იყოს!” – ირაკლი ზარქუა პეტერ ფიშერზე

June 30, 2026
„არ აღასრულებ?! ციხე!“ – რას აცხადებს ირაკლი ზარქუა?

Liebe Peter, auf wiedersehen! – მეტი რა უნდა ვთქვათ?! კარგად იყოს! – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომლითაც ის ქართველ ხალხს ემშვიდობება.

ზარქუას თქმით, პეტერ ფიშერს შეეძლო, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აეყვანა, თუმცა ის აღმოჩნდა იმ წითელ ხაზებს მიღმა, სადაც დიპლომატები არ გადადიან.

“ფიშერმა ამოწურა თავისი მისია საქართველოში. სერიოზულად უნდა ითქვას, რომ მან ვერ გაართვა თავი დიპლომატიურ სამსახურს. მას შეეძლო, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აეყვანა, მათ შორის კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური, თუმცა ის აღმოჩნდა იმ წითელ ხაზებს მიღმა, სადაც არ გადადიან დიპლომატები. იმდენად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მისი მთავრობისთვისაც, იცით, რომ ის არაერთხელ ჰყავდა დაბარებული თავის მთავრობას, არაერთი შენიშვნა მისცეს. არც გაუგრძელეს, ისე დაამთავრებინეს კარიერა. ნუ, ვწუხვართ. რა უნდა ვთქვათ?! არაფერი! Liebe Peter, aufwiedersehen! მეტი რა უნდა ვთქვათ?! კარგად იყოს!

რაც შეეხება ახალ ელჩს, ვინც იქნება გერმანიიდან გამოგზავნილი – ჩვენ ერთ რამეს ვისურვებდით, ვინც ჩამოვა საქართველოში, გაითვალისწინოს ამ ქვეყნის ისტორია, კულტურა, ხალხის ინტერესები. მეტს არაფერს ვთხოვდით ბატონ ფიშერს, რომ გაეთვალისწინებინა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები. ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენს წინააღმდეგ ემოძრავა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და თავიანთ აგენტურულ ქსელს დახმარებოდა. ბუნებრივია, ამას არ გავუტარებდით და ამიტომაც ვამხილეთ არაერთხელ წითელი ხაზის გადაკვეთაში, ოპოზიციის მხარდაჭერაში, დაფინანსებაში. სასამართლოში იჯდა, ხალხო. აბა, სასამართლო პროცესის განხილვაზე გერმანიაში იჯდეს რომელიმე სხვა ქვეყნის ელჩი, რა კომენტარი ექნებოდა მათ ხელისუფლებას და ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობას?! აქ დაბალი ღობე ნახა. ასე დაამთავრებს ყველა – პენსიაზე გავა, ვინც არასწორად მოიქცევა და წითელ ხაზებს გადაკვეთს,” – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოში მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. ამის შესახებ ის X-ზე ქართულ ენაზე წერს და საქართველოს მოქალაქეებს ემშვიდობება. „ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen”,- წერს ფიშერი X-ზე. ამასთან, ის რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც დართული აქვს ინგლისელი მუსიკოსის, პიტერ გებრიელის მუსიკა „Won’t Stand Down“ („უკან არ დავიხევთ”).

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოპოზიცია განმარტავს, რა შედეგს მოიტანს ყაველაშვილის შესაძლო ვიზიტი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე
  • “პაატა ბურჭულაძის კიდევ 51 ცალი 5000 ლარიანი ჯარიმა ჩავიბარე, 255 000 ლარის ჯამში” – იურისტი
  • სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეში არქეოლოგიური გათხრების დროს თამარ მეფის დროინდელი მონეტა აღმოაჩიენს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge