Tuesday, June 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კრიტიკული კითხვების დასმისთვის პარლამენტმა “შაბათის ეთერის” 3 ჟურნალისტი დაასანქცირა

June 30, 2026
კრიტიკული კითხვების დასმისთვის პარლამენტმა “შაბათის ეთერის” 3 ჟურნალისტი დაასანქცირა

ბოლ სამ კვირაში კრიტიკული კითხვების დასმისთვის პარლამენტმა “შაბათის ეთერის” 3 ჟურნალისტი დაასანქცირა – ერთი, ექვსი და თორმეტი თვით პარლამენტის აკრედიტაცია შეჩერებული აქვთ მაკა ჩიხლაძეს, მაკა ანდრონიკაშვილს და ნატა ქაჯაიას. მოტივი დაუსაბუთებელია.

წერილებში, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მიიღეს, არ არის დაკონკრეტებული, რომელი რესპოდენტის ინტერვიუს გამო მოხდა აღნიშნული ნორმის გამოყენება.

პარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ქარტიაც და ფაქტს სრულიად მიუღებელი უწოდა. ორგანიზაცია საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა და მისცეს მათ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება.

“ივნისში პარლამენტი კრიტიკული კითხების დასმისთვის „ტვ პირველის“ სამ ჟურნალისტს ასანქცირებს – ქარტიისთვის მედიისადმი ამგვარი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია!
ივნისის განმავლობაში პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს კარი „ტვ პირველის“ უკვე მესამე ჟურნალისტს ჩაუკეტა – ნატალია ქაჯაიამ დღეს მიიღო აპარატის უფროსის წერილი, რომლითაც მას შეატყობინეს, რომ პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება ერთი წლით აეკრძალა.

მანამდე მსგავსი შინაარსის წერილები მიიღეს მაკა ჩიხლაძემ, 8 ივნისს და მაკა ანდრონიკაშვილმა, 22 ივნისს. აკრედიტაცია მაკა ჩიხლაძეს 6 თვით, ხოლო მაკა ანდრონიკაშვილს ერთი თვით შეუჩერდა.

პარლამენტი თანდათანობით ხდება ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ინსტიტუცია ქვეყანაში, მტრულად განწყობილი იმ ჟურნალისტების მიმართ, რომელთა კრიტიკულ კითხვებზე პარლამენტის წევრების ნაწილს პასუხები ხშირად არ აქვს.

ამგვარი ქმედებით პარლამენტი ჟურნალისტებს მუშაობაში მიზანმიმართულად უშლის ხელს და არ აძლევს მათ საშუალებას, ისეთი დაბალანსებული რეპორტაჟები და გამოძიებები მოამზადონ, რომელშიც ყველა მხარის პოზიცია იქნება წარმოდგენილი. ამ საბაბით კი მედიასაშუალებები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამიზნედ იქცევიან, რომელსაც ახლა უკვე შინაარსობრივი საკითხების განხილვის მანდატიც აქვს და რომელიც მათ სწორედაც რომ ბალანსის დაუცველობისთვის აჯარიმებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა და მისცეს მათ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება.

ქარტია სოლიდარულია ყველა ჟურნალისტის მიმართ, რომელიც პარლამენტის უსამართლო მიდგომებით დაზარალდა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეეშალა”- წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქმე შეკერეს, რომ ფორმალურად ყოფილიყო დამნაშავე გამოვლენილი, ჩემი ინფორმაციით, თავდამსხმელი სულ სხვა პირია…” – რას ამბობს გურამ როგავა
  • საკონსტიტუციო სასამართლომ კახა კუკავას სარჩელი განსახილველად არ მიიღო
  • საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლები რუსეთის ტერიტორიაზე 180 დღით დარჩენას შეძლებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge