მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მოპედი და „ფორდის“ მარკის სატვირთო მანქანა შეეჯახა.
ავარიის შედეგად მოპედის მძღოლი, ახალგაზრდა კაცი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
