ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმის, რევმატოლოგის მაკა იოსელიანის და ექიმის, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, ანი ქავთარაძის განცხადებით, დაკავებული პოლიტიკოსს ყველა საჭირო ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევა და სპეციალისტის კონსულტაცია ჩაუტარდება.
ამის შესახებ მათ სპეციალურ პენიტენციურ სამსაურში 5-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს.
პროფესორი მაკა იოსელიანის თქმით, პენიტენციური სამსახურისგან მიიღეს თანხმობა, რომ ისინი უცხოელი სპეციალისტების საქმეში ჩართვაზე შეზღუდულები არი იქნებიან.
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალბატონი ელენე გადავა “ვივამედში”, ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული, ჩატარდება, როგორც შევთანხმდით, ყველა იმ სპეციალისტის კონსულტაცია, ვისაც ჩავთვლით საჭიროდ და მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ, როცა ჩამოყალიბდება საბოლოოდ, გამოირიცხება ინფექცია და დაისმება დიაგნოზი, გადაწყდება საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყება მკურნალობა. [უცხოელ სპეციალისტებზე] რა თქმა უნდა, თანხმობა მოგვცეს, რომ ამ მხრივაც ჩვენ შეზღუდულები არ ვიქნებით არავითარ შემთხვევაში,” – განაცხადა მაკა იოსელიანმა.
ექიმი ანი ქავთარაძის განმარტებით, ელენე ხოშტარია მაქსიმუმ ხუთშაბათს კლინიკა “ვივამედში” იქნება გადაყვანილი და მათ ექნებათ შესაძლებლობა ყველა სპეციალისტი ჩართონ, “რომელსაც საჭიროებს ელენეს დაავადება”.
ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ მაქსიმუმ ხუთშაბათს ელენე გადაყვანილი იქნება კლინიკაში, როგორც ქალბატონმა მაკამ თქვა, ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სრულად ქალბატონი მაკას და ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ. ამავდროულად, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ჩვართოთ ყველა ის სპეციალისტი, რომელსაც საჭიროებს ელენეს დაავადება ადეკვატურად მართვისთვის,” – თქვა ანი ქავთარაძემ.
ცნობისთვის,პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას გამოკვლევებზე კლინიკაში გადაყვნას დათანხმდა.
