მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა „შავი წერტილების“ აღმოსაფხვრელად საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოაცხადა, საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქის ყველაზე პრობლემურ მონაკვეთებსაც უნდა დაეთმოს.
მისი შეფასებით, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილი სანაპიროა, სადაც სიჩქარის 50 კმ/სთ-მდე შემცირება და დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მაგისტრალურ გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
