Monday, June 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მართლა ჰგონია ვინმეს, რომ სპორტული მიღწევები ადამიანს კანონზე მაღლა აყენებს? – დამნაშავეები უნდა დაისაჯონ!” – დაჯი კოვზირიძე

June 29, 2026
“მართლა ჰგონია ვინმეს, რომ სპორტული მიღწევები ადამიანს კანონზე მაღლა აყენებს? – დამნაშავეები უნდა დაისაჯონ!” – დაჯი კოვზირიძე

მართლა ჰგონია ვინმეს, რომ ერთი სიტყვა „ბოდიში“ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ცვლის? ან სპორტული მიღწევები ადამიანს კანონზე მაღლა აყენებს? – დამნაშავეები უნდა დაისაჯონ! – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, დაჯი კოვზირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც 26 ივნისს პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება.

მისი თქმით, შემთხვევიდან სამი დღე გავიდა და არც გამოძიება და არც ერთი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა.

„პრემიერის, მთელი მთავრობის თვალწინ, პირდაპირ ეთერში, მოხდა წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული, ჯგუფური ძალადობა!

სამი დღე გავიდა, არც გამოძიება, არც პასუხისმგებელი, არც ერთი სამართლებრივი რეაგირება.

მზია ამაღლობელი თვეებია პატიმრობაშია, სილის გაწნის გამო.

ოთხი შვილის დედა ელენე ხოშტარია, ბანერზე მარკერით წარწერისთვის.

მსახიობები, სტუდენტები, ახალგაზრდები, ტროტუარზე დგომის, პროტესტის ან გაცილებით მსუბუქი ქმედებების გამო, სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

მაშინ კანონი დაუნდობელია.

მაგრამ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანები პირდაპირ ეთერში ძალადობენ, კანონი მოულოდნელად აღარ მოქმედებს!

მართლა ჰგონია ვინმეს, რომ ერთი სიტყვა „ბოდიში“ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ცვლის?

ან სპორტული მიღწევები ადამიანს კანონზე მაღლა აყენებს?

კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. თუ ერთისთვის ციხეა, მეორისთვისაც გამოძიება და პასუხისმგებლობა უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ არის სამართალი, ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულება.

დამნაშავეები უნდა დაისაჯონ!“ – წერს დაჯი კოვზირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

სიტყვიერი და შემდეგ უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას.

სხდომათა დარბაზში დაპირისპირება ჯერ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ დეპუტატს, გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძის ჩხუბით დაიწყო. დაპირისპირებაში შემდეგ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ლაშა ტალახაძეც ჩაერთო, რომელმაც გიგა ფარულავას თავის არეში ხელი ჩაარტყა. ვითარების განმუხტვის მიზნით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ოპოზიციონერი დეპუტატების სხდომათა დარბაზიდან გაყვანა დაიწყეს, რა დროსაც გიგა ფარულავას არჩილ გორდულაძე დაუპირისპირდა. დაპირისპირებაში ასევე მონაწილეობდა გენო პეტრიაშვილი. ჩხუბში მონაწილე დეპუტატების დარბაზიდან გაყვანის შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი შარაშიძეს, ირაკლი კირცხალია და ლევან მაჭავარიანი დაუპირისპირდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საია ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • რუსეთის პოლიციამ ირკუტსკში ბენზინის გადამყიდველები დააკავა
  • ცნობილია რა ვადით მიესაჯა პატიმრობა ზვიად კუპრავას

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge