Monday, June 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ინტერესი ძალიან მაღალია” – ირაკლი ლექვინაძე www.ekalata.gov.ge-ზე

June 29, 2026
“ინტერესი ძალიან მაღალია” – ირაკლი ლექვინაძე www.ekalata.gov.ge-ზე

ირაკლი კობახიძის ინიციატივით და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის თანახმად, სააგენტოს დაევალა, რომ ქსელებში არსებული საუკეთესო შეთავაზებები განთავსებულიყო ერთ საინფორმაციო სივრცეში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 13 საბაზისო პროდუქტზე, ესენია: რძე, შაქარი, მაკარონი, ქათმის ხორცი, კვერცხი და ა.შ. გაეცნონ საუკეთესო შეთავაზებებს, – ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ახალ საინფორმაციო პორტალზე – www.ekalata.gov.ge-ზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პორტალის შექმნის პირველივე დღეს, ვებ-გვერდზე შესული ადამიანების რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა.

“www.e-kalata.gov.ge არის საინფორმაციო პორტალი, რომელიც ერთ სივრცეში თავს უყრის საუკეთესო შემოთავაზებებს საოჯახო კალათის ძირითად სასურსათო პროდუქტებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის თანახმად, შეფასდა FMCG სექტორი, განისაზღვრა მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მოქმედებები იმისთვის, რომ ზოგადად ფასწარმოქმნის ჯაჭვი იყოს უფრო ეფექტური, ასევე შემუშავდა კონკურენციის მხარდამჭერი ღონისძიებები. ამ მოკლევადიანი სტრატეგიის ნაწილი იყო, რომ ქსელურმა მარკეტებმა დაიწყეს ძირითად სასურსათო პროდუქტებზე მოქალაქეებისთვის საუკეთესო შეთავაზებების წარდგენა, ეს შეიძლება იყოს ფასდაკლება, ან საუკეთესო ფასი, რომელიც მათ ქსელში აქვთ. ხაზი მინდა გავუსვა, რომ შემოთავაზება გულისხმობს ფასდაკლებასაც და ასევე ქსელში არსებულ საუკეთესო ფასსაც. შემდგომ დღის წესრიგში დადგა და სააგენტოს დაევალა, რომ ქსელებში არსებული ეს შეთავაზებები განთავსებულიყო საინფორმაციო ელექტრონულ სივრცეში, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ 13 საბაზისო პროდუქტზე, რომელსაც მოხმარებაში საკმაოდ დიდი წილი აქვს, ესენია: რძე, შაქარი, მაკარონი, ქათმის ხორცი, კვერცხი და ა.შ. შეადარონ ფასები. ვებ-გვერდზე განთავსებულია სხვა პროდუქტებიც. პორტალს ასევე აქვს შესაძლებლობა, რომ თუ ჩვენ გვსურს პროდუქტების კომბინაცია, გვსურს ვნახოთ საუკეთესო შეთავაზებები 5, 7 ან მაგალითად 12 პროდუქტზე, მოვძებნოთ, რომელ ქსელში არის შერჩეული პროდუქტების კომბინაცია საუკეთესო პირობებით.

პირველივე დღეს 20 000 ვიზიტორს გადააჭარბა ვებ-გვერდზე შემოსულმა ადამიანების რაოდენობამ, ბუნებრივია, ინტერესი ძალიან მაღალი იყო. ჩვენ ამ ინფორმაციას ვიღებთ უშუალოდ ქსელებიდან. ამ ეტაპზე 12 ქსელია წარმოდგენილი და კიდევ რამდენიმეს დამატებაზეა საუბარი. ეს 12 ქსელი და ზოგადად ორგანიზებული ბაზარი არის მთლიანი FMCG ბაზრის დაახლოებით 65 %, ანუ ეს ქსელები ბაზრის დიდ წილს მოიცავს და ეს წილი ყოველწლიურად მზარდია,“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში, იპოდრომთან ხანძარია – რა კადრები ვრცელდება
  • სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ელენე ხოშტარიას ექიმები მივიდნენ
  • “არანორმალურია, რომ აქ ვდგავარ და ადამიანის კლინიკაში გადაყვანას ვითხოვ” – ლანა ღოღობერიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge