Monday, June 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მთელმა საქართველომ ნახა, „ოცნებამ“, რომელიც დღეს უკვე ქართულიც აღარ არის, რა სულმდაბლობა ჩაიდინა პარლამენტში” – სოფიო ხორგუანი

June 29, 2026
“მთელმა საქართველომ ნახა, „ოცნებამ“, რომელიც დღეს უკვე ქართულიც აღარ არის, რა სულმდაბლობა ჩაიდინა პარლამენტში” – სოფიო ხორგუანი

მთელმა საქართველომ ნახა, „ოცნებამ“, რომელიც დღეს უკვე ქართულიც აღარ არის, რა სულმდაბლობა ჩაიდინა პარლამენტში, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატი სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება.

მისივე თქმით, ხალხი იმსახურებს ისეთ პარლამენტს, სადაც სამშობლოსათვის საუკეთესო გადაწყვეტილებები მიიღება.

„სიმართლით დამარცხებულები, კორუფციაში ჩაფლულები, ძალაუფლებას ჩაფრენილები, სკამისა და ფულის მადიდებლები მოძალადე ბრბოდ იქცნენ! მამუკა მდინარაძის ორგანიზებით თავდასხმა მოაწყვეს არა მხოლოდ ოპონენტებზე, არამედ საქართველოს პარლამენტის იდეაზე!

პარლამენტი საქართველოს ხალხისაა! საქართველოს ხალხი კი იმსახურებს ისეთ პარლამენტს, სადაც ჩვენი სამშობლოსათვის საუკეთესო გადაწყვეტილებები მიიღება!

დღეს ერთი პარტიის ხელში დატყვევებული სამართალი გასათავისუფლებელია! ამისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ!

ყველას მოუწევს პასუხისგება ხალხის, სამშობლოს, სამართლისა და ისტორიის წინაშე“,- წერს ხორგუანი.

ცნობისთვის, 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები.

სიტყვიერი და შემდეგ უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას, სადაც მან ახსენა საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი და პრემიერის მისამართით განაცხადა: „მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში. როგორი პრემიერი არ ჰყოლია საქართველოს, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ ჰყოლია“.

სხდომათა დარბაზში დაპირისპირება ჯერ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ დეპუტატს, გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძის ჩხუბით დაიწყო. დაპირისპირებაში შემდეგ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ლაშა ტალახაძეც ჩაერთო, რომელმაც გიგა ფარულავას თავის არეში ხელი ჩაარტყა. ვითარების განმუხტვის მიზნით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ოპოზიციონერი დეპუტატების სხდომათა დარბაზიდან გაყვანა დაიწყეს, რა დროსაც გიგა ფარულავას არჩილ გორდულაძე დაუპირისპირდა. დაპირისპირებაში ასევე მონაწილეობდა გენო პეტრიაშვილი. ჩხუბში მონაწილე დეპუტატების დარბაზიდან გაყვანის შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი შარაშიძეს, ირაკლი კირცხალია და ლევან მაჭავარიანი დაუპირისპირდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია, რამდენი ლარით დააჯარიმეს აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა
  • “სახელმწიფო არცერთ პატიმარს არაფერს მოაკლებს, მათ შორის, არც ელენე ხოშტარიას” – რას ამბობს შარმანაშვილი
  • მიწისძვრიდან 4 დღის შემდეგ ნანგრევებიდან მამა და შვილი ცოცხლები ამოიყვანეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge