რუსი ქალი კრასნოდარიდან რუსეთში მიმდინარე მდგომარეობასა და საწვავის დეფიციტზე საუბრობს:
„ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში შექმნილი დღევანდელი სიტუაციის შესახებ ვფიქრობ, ყველა ადგილობრივმა და უკვე არაადგილობრივმაც იცის. ძალიან მტკივნეული და საშინელია იმის გაცნობიერება და დანახვა, თუ როგორ სამყაროში ვცხოვრობთ, თუკი ამას საერთოდ შეიძლება სამყარო ან მშვიდობა ეწოდოს. ვიცი, ბევრი გამოხტება და იტყვის: „ასეც გეკუთვნოდათო“, თუმცა, არცერთი ნორმალური, საღად მოაზროვნე ადამიანი სხვას ასეთ რამეს არასოდეს უსურვებს. ყველამ იცის, რომ ვერცერთი ჩვეულებრივი ადამიანი ამას ვერ შეაჩერებს. ჩვენ ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ არავინ იცის, რა იქნება ხვალ და არავინ იცის ისიც კი, რა იქნება ერთ საათში. ერთადერთი, რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ დარჩით ადამიანებად, შეინარჩუნეთ ადამიანობა, შეძელით ერთმანეთის მხარდაჭერა და თანაგრძნობა.“ – ამბობს რუსი ქალი კრასნოდარიდან.
უკრაინული თავდასხმების გამო რუსეთში საწვავის სერიოზული დეფიციტია. რუსებს ბენზინის შესაძენად ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრიან რიგში დგომა საათები და ზოგჯერ მთელი ღამეც უწევთ. საწვავის გაყიდვასთან დაკავშირებით ნავთობკომპანიები და ბენზინგასამართი სადგურები შეზღუდვებსაც აწესებენ. ავტომობილების კილომეტრიანი რიგებია მოსკოვშიც. უკრაინელები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ინტენსიურად ბომბავენ
