აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, რის გამოც აშშ-მა ირანზე იერიში მიიტანა.
მისივე თქმით, აშშ-მა ახლახან დაარტყა ირანის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების საწყობებს.
„შესაძლებელია, რომ მათ ვერასოდეს ისწავლონ! შეიძლება, დადგეს მომენტი, როდესაც ჩვენ ვეღარ შევძლებთ გონივრულად მოქმედებას და იძულებული გავხდებით, სამხედრო გზით დავასრულოთ საქმე, რომელიც ძალიან წარმატებით დავიწყეთ. თუ ეს მოხდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა აღარ იარსებებს!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
