მომღერალი ხატია წერეთელი გადაცემა „ფარულ კონვერტს“ ესტუმრა, სადაც პირად ცხოვრებაზე ღიად ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წარსულში ცოლიან კაცთან ჰქონდა ურთიერთობა.
„სამწუხაროდ, დამინგრევია ოჯახი. მქონდა ურთიერთობა და მატყუებდა რომ გაცილებული იყო.
ეს ადამიანი მიმტკიცებდა, რომ ერთ დიდ სახლში ცალკე ვცხოვრობთ, 2 შესასვლელი აქვს, ერთ ნაწილში მე და დედაჩემი ვცხოვრობთ, მეორე ნაწილში გაშორებული ცოლი და შვილებიო. მითხრა, ასე იმიტომ ვარ რომ შვილებს ვერ ვთმობო, მეც დავიჯერე.
სამი წლის მერე მათმა დამლაგებელმა მომძებნა და სიმართლე მითხრა. თურმე სახლს ორი შესასვლელი იმიტომ ჰქონია, რომ რძალ-დედამთილს ჰქონდა უთანხმოება, ის კაცი კი ცოლს გაშორებული არ ყოფილა. ამ ამბის გარკვევის შემდეგ, როგორც ვიცი დაშორდნენ და ვწუხვარ, რადგან რომ მცოდნოდა სიმართლე სხვანაირად მოვიქცეოდი“ – განაცხადა ხატია წერეთელმა