გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ქალი, 76 წლის ნაზი ზურაბიშვილია.
შემთხვევა გუშინ, სოფელ ჩალაუბანთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსიდან გადასული ქალი ცენტრალურ საავტომობილო გზას კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
მიღებული დაზიანებებით ქვეითი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6- ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს
