Saturday, June 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

June 26, 2026
მეუფე შიომ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა

საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მიმართვას ავრცელებს.

„32-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პავლენის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,
ვერიის, ნაუსისა და კამპანიის მიტროპოლიტო პანტელეიმონ,
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,
ღირსნო მამანო,
სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენელნო,
ბატონებო და ქალბატონებო,
ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით მივესალმები ვერიის, ნაუსისა და კამპანიის სამოციქულო მიტროპოლიის ეგიდით მოწვეულ ტრადიციულ, რიგით 32-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ერთა მომაქცევლის, დიდებულ მოციქულ პავლეს ხსოვნასა და ღვაწლს ეძღვნება.
თქვენო მეუფებავ, მიტროპოლიტო პანტელეიმონ, უპირველეს ყოვლისა, გამოვხატავ ჩემს უღრმეს პატივისცემასა და ძმურ მადლიერებას თქვენ მიმართ. საყოველთაოდ აღიარებული და გამორჩეულია თქვენი ღვაწლი; აგერ უკვე 32 წელია, მამობრივი მზრუნველობითა და დაუცხრომელი საეკლესიო შემართებითა წარმართავთ ამ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და აკადემიურ შეკრებას, სახელწოდებით – „პავლენი“. მთელი მართლმადიდებლური სამყარო გულითადად აფასებს თქვენს დაუღალავ შრომას, რომლის წყალობითაც ისტორიული ქალაქი ვერია, ოდესღაც თავად პავლე მოციქულის ღვთივსულიერი ქადაგების ადგილი, დღეს თანამედროვე საღვთისმეტყველო აზრის, სამეცნიერო დიალოგისა და მართლმადიდებლური ერთობის მძლავრ კერად იქცა.
გმადლობთ გულთბილი მოწვევისა და იმ შესაძლებლობისთვის, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, ჩვენი წარმომადგენელი მღვდელმთავრის სახით, კვლავაც ამ წმინდა და სულიერი დღეების თანამონაწილეა.
წლევანდელი სამეცნიერო ფორუმის თემა – „პავლე მოციქული და ნათლისღება“ – უაღრესად აქტუალური და ფუნდამენტურია მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისა და სოტერიოლოგიისათვის. საორიენტაციო თეზისების მრავალფეროვნება მოწმობს, რომ დასახული საკითხები თანამედროვე ეპოქაშიც უცვლელად ინარჩუნებს თავის აქტუალობას და სამეცნიერო ძიებათა ამგვარი სისავსე ამომწურავ პასუხებს გასცემს ჩვენი დროის უამრავ სულიერ, ეგზისტენციალურ თუ დოგმატურ შეკითხვას.
განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ აკადემიური სიმპოზიუმის ფარგლებში წარმოჩენილი იქნება ნათლისღების საიდუმლოს როლი მართლმადიდებელთა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქრისტიანული კულტურის ფორმირებაში, მისი სახისმეტყველება და ძველი აღთქმისეული წინასახეები, წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეთა თეოლოგიური და საეკლესიო ტერმინოლოგია, ასევე, ნათლისღების თემატიკის ასახვა საეკლესიო ხელოვნებასა და ხალხურ ტრადიციებში.

სწორედ ნათლისღების წმინდა საიდუმლოა ის ურყევი საძირკველი, საიდანაც იწყება ქრისტიანთა მისტიკური ერთობა ქრისტეში. თავისი საღვთო ბუნებით ნათლისღება ყოველგვარ მიწიერ საზღვრებზე მაღლა დგას; ის თვისებრივად აერთიანებს მართლმადიდებელ ერებს და მათ უნიკალურ, ტრადიციულ მრავალფეროვნებას ქრისტეს ერთიან სხეულში აგვირგვინებს.

მადლიერებას გამოვხატავ კონფერენციის თითოეული მონაწილის მიმართ, რომელთაც თავიანთი მრავალწლიანი შრომა, აკადემიური ცოდნა და სულიერი გამოცდილება წარმოაჩინეს და გააერთიანეს ამ სამეცნიერო ფორუმზე. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მოხსენებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საღვთისმეტყველო მეცნიერების განვითარებაში.

ქრისტესმიერი სიყვარულით ვლოცავ და ვუსურვებ 32-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას.

შემოქმედმა ღმერთმა, ნეტარი პავლე მოციქულის მეოხებით, დალოცოს თქვენი შრომა, მშვიდობა და სულიერი სიხარული მოჰფინოს ვერიის ღვთივდაცულ ეპარქიასა და ყოველ თქვენგანს.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულითა და ლოცვით“, – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართველი მომღერალი გარდაიცვალა
  • გოგა მანია ივლისის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
  • ანი გიუნტერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge