Friday, June 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ირაკლი კობახიძემ საბოლოოდ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერ-მინისტრად და ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას”- ბერდია სიჭინავა

June 26, 2026
🎥კობახიძე ამტკიცებს, 7 ნოემბერი იმიტომ არ დაგმო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციაში პოლიტიკურ განცხადებებს უკრძალავდნენ – სად იყო კობახიძე 2012 წლამდე?

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელ პირებს როგორც პროფესიული, ისე პერსონალური პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.

სიჭინავას განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს საზოგადოებას ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნას, თითქოს ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციის მხრიდან დაიწყო, თუმცა, მისი შეფასებით, ეს რეალობას არ შეესაბამება.

„დღეს საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ ღირსებააყრილი, მატყუარა, არაკომპეტენტური პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რომელიც სიმართლეს ვერ უსწორებს თვალს და სიმართლესთან ბრძოლა გადაწყვიტა საკუთარი „ქოცური“ „ზონდერული“ დაჯგუფების საშუალებით. ამ ხნის განმავალობაში ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ ებრძვიან სიძულვილის ენას. მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ძალადობა გახდა „ოცნების“ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საფირმო ნიშანი, რომელიც ნოემბერ-დეკემბრიდან ფიზიკურად უსწორდება სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ქიმიურად წამლავს მათ.

სისტემური ძალადობა გახდა „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი. დღეს, ირაკლი კობახიძემ საბოლოოდ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერ-მინისტრად და ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას.

ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამაყობდით ოლიმპიური ჩემპიონებით, რომლებსაც უამრავი სიხარული მოუტანია ჩვენთვის, სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ოლიმპიური ჩემპიონები „ქოც ზონდერებად“ აქცია. ჩვენ ვნახეთ როგორი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხდებოდა საქართველოს პარლამენტში. ძალადობის ფაქტებმა უკვე პარლამენტშიც შეაღწია. „ქართულ ოცნებას“ არავისთან არაფრის გადატვირთვის არც უნარები გააჩნია და არც კომპეტენცია. საკუთარ მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. სიმართლეს ძალადობით უპირისპირდება. ნამდვილად არ აქვს რესურსი ამ ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებად იწოდებოდეს და მართავდეს ამ ქვეყანას. ფაქტი ერთია, რომ ეს ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, მათ შორის, ყველას პროფესიული და პერსონალური პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ იმ ფაქტებზე, რაც დღეს ხდებოდა საქართველოს პარლამენტში.

მადლობა ჩემ თანაგუნდელებს, რომლებიც იბრძოდნენ ღირსეულად, სიმართლით, სიტყვით საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის, ოკუპაციის წინააღმდეგ ხმამაღალ სიტყვას ამბობდნენ პარლამენტში და დღეს ირაკლი კობახიძეს არაფერი არ ჰქონდა სალაპარაკო. ირაკლი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ამ ქვეყანაში გავრილოვი ჩამოიყვანა და სტიქიურ უბედურებად იქცა 2019 წლის 20 ივნისი. რომლის სახელსაც მიეწერება გავრილოვის ვიზიტი, ბაქოში დამალვა, სხვის მიერ გაკეთებული განცხადება მისი გადადგომის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თითქოს „ნაცების“ გასამართლებას ჰპირდებოდა საზოგადოებას, საკუთარი თანაგუნდელების დაჭერით დაიწყო მოღვაწეობა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გაანადგურა საკუთარი პარტია და საკუთარი პარტიის თავის ტკივილადაც იქცა. პრემიერი, რომლის სახელსაც უკავშირდება დანგრეული პარტნიორობა აშშ-თან. შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი, ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმი“, დარბეული ახალგაზრდობა, დემოკრატიის და თავისუფალი აზრის გამომხატველი კანონმდებლობის მიღება, რუსული კანონი და ა.შ. დღეს კი საბოლოოდ გაფორმდა ირაკლი კობახიძის მთავრობა მოძალადე მთავრობად.

ცდილობენ შემოსაღებას, თითქოს ჩვენმა გუნდმა განახორციელა თავდასხმა მათი გუნდის მისამართით, თითქოს გიგა ფარულავა ფიზიკურად გაუსწორდა სამ ოლიმპიურ ჩემპიონს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • “როცა ივანიშვილი ჩათვლის, რომ ვადა გაუვიდა კობახიძეს, ისიც აუცილებლად ციხეში აღმოჩნდება” – ირაკლი კუპრაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge