ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წევრებსა და გიორგი გახარიაზე ისაუბრა:
“ფაქტებით დაგიმტკიცეთ, რეალობა არის ის რომ რა თქმა უნდა ბრძანება გაიცა ისე, როგორც გაიცემა შს მინისტრის მხრიდან. თქვენ ამტკიცებთ რას – იმდენად უთავმოყვარეო თავმჯდომარე გყავთ, რომ 20 ივნისს მის მიღმა ვიღაცამ გასცა ბრძანება და ამის მიუხედავად ის დარჩა შს მინისტრად. რა გამაჩერებს 1 დღე? 1 დღე რა გამაჩერებს? მე რომ ვიყო შს მინისტრი და ჩემი გვერდის ავლით ვიღაცამ რომ დათხაროს ადამიანებს თვალები, 1 დღე რა გამაჩერებს შს მინისტრად და მერე რა გამაჩერებს პრემიერად?” – ამბობს ირაკლი კობახიძე.
