კახა კალაძე ლოტკინზე, სკვერში მომხდარ შემთხვევაზე საუბრობს, რომლის დროსაც არასრულწლოვანი დაშავდა:
“მე რომ მიკროფონი წაგართვათ, თავში ჩაგარტყათ და გითხრათ, მე არაფერ შუაში არ ვარ, იმიტომ რომ თქვენ მიკროფონი მყარად არ გეჭირათ ხელში იგივე შედარებას აკეთებთ… ყველაფერი ჩემი ბრალია – ეს გინდათ თქვენ” – ასე პასუხობს კახა კალაძე კითხვაზე, რატომ არ იყო მყარად დამაგრებული რკინის კონსტრუქცია, რომელიც ნაძალადევის გამგეობის ინფორმაციით, მოზარდებმა დააზიანეს და ამის შემდეგ 14 წლის გოგოს დაეცა…. მე დაახლოებით ვიცი რა მოხდა თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჩემი მხრიდან შეფასების გაკეთება და კონკრეტულ ფაქტზე საუბარი, ვფიქრობ, არასწორი იქნება. კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი… მე და თქვენ რომ მივიდეთ ვერ დავაზიანებთ იმას [საქანელას]…
ჩემი თხოვნა იქნება, კი, თქვენ შეიძლება სხვა პოლიტიკური შეხედულება გაქვთ, დაკავებული ხართ მტრული საქმიანობით ქვეყნის, ქალაქის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არის ის თემა, სადაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საზოგადოება გაერთიანდეს” – უპასუხა კალაძემ Tv პირველის ჟურნალისტს,
გუშინ ნაძალადევის რაიონის გამგეობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 ივნისს ლოტკინზე, კიშინიოვის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოზარდებმა კონსტრუქცია დააზიანეს, ატრაქციონი ბავშვს დაეცა და მძიმე დაზიანება მიიღო. ადგილობრივების ინფორმაციით, 14 წლის გოგონა მძიმე მდგომარეობაშია და კომაში იმყოფება.
