Friday, June 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„საქართველოს რკინიგზაში“ 1100 შტატი შემცირდა ისე, რომ რკინიგზას არაფერი დაეტყო – ირაკლი კობახიძე

June 26, 2026
„საქართველოს რკინიგზაში“ 1100 შტატი შემცირდა ისე, რომ რკინიგზას არაფერი დაეტყო – ირაკლი კობახიძე

2024 წელს თუ იყო რკინიგზის წმინდა მოგება 68 მილიონი ლარი, 2025 წელს შეადგინა 145 მილიონი ლარი. 2026-28 წლებში დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი ვაგონის შესყიდვა, ასევე, ავტომატიზებული სისტემების დანერგვა და ამ ყველაფრის შედეგად რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 15-დან 30 მილიონ ტონამდე,-ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი. მისივე თქმით, 2025 წელს გაორმაგდა რკინიგზის წმინდა მოგება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“. აქაც განხორციელდა შტატების ოპტიმიზაცია, მთლიანობაში შემცირდა, 1100 შტატი ისე, რომ არაფერი არ დაეტყო რკინიგზას, პირიქით, გაუმჯობესდა რკინიგზის მუშაობის ეფექტიანობა. მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი. ეს ის თანხაა, რომელიც ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებას და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება.

ასევე, იყო ძალიან მანკიერი პრაქტიკა – შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი კონკრეტული ბიზნესპროცესები, რაც რკინიგზის ოპერირებას უკავშირდებოდა. ეს პროცესები დავაბრუნეთ „საქართველოს რკინიგზაში“ და ამის ხარჯზე ყოველწლიურმა დანაზოგმა ან დამატებითმა შემოსავალმა შეადგინა 18.5 მილიონი ლარი ანუ რეალურად, 40 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც რეალურად გამოდის, რომ არასწორად იხარჯებოდა, ახლა ჩაბრუნდება რკინიგზის განვითარებაში ყოველწლიურ ჭრილში, ანუ საუბარი არ არის ერთჯერად დანაზოგზე, არამედ ყოველწლიურ დანაზოგზე.

ასევე განხორციელდა შესყიდვების ოპტიმიზაცია, საკონტრაქტო ღირებულებების შემცირება და ამის ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა 190.4 მილიონი ლარი. ესეც ჩაბრუნდება რკინიგზის განვითარებაში. ამ ყველაფრის შედეგად, ამ რეფორმების შედეგად, შარშან, 2025 წელს გაორმაგდა რკინიგზის წმინდა მოგება და ეს მოხდა მხოლოდ ნახევარი წლის ხარჯზე. ლაშა აბაშიძე რკინიგზის ხელმძღვანელად დაინიშნა შარშან მაისში, უკვე იწურებოდა წლის პირველი ნახევარი და მხოლოდ ნახევარი წლის ხარჯზე და ნახევარწლიანი, ოპტიმიზაციის ხარჯზე ვხედავთ, რომ გაორმაგებულია რკინიგზის შემოსავლები. გაიზარდა თვისებრივად საოპერაციო მოგების მარჟა 25%-დან 36%-მდე რეფორმების შედეგად. 2024 წელს თუ იყო რკინიგზის წმინდა მოგება 68 მილიონი ლარი, 2025 წელს შეადგინა 145 მილიონი ლარი. ხედავთ, რამდენად შთამბეჭდავია რეფორმის შედეგები“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, აღდგება ქუთაისის მიმართულება, წელს დასრულდება თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია.

„ასევე შეიქმნა რკინიგზის განვითარების 10-წლიანი და 3-წლიანი გეგმები. 2026-28 წლების გეგმის მიხედვით, დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი ვაგონის შესყიდვა, ასევე ავტომატიზებული სისტემების დანერგვა და ამ ყველაფრის შედეგად რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 15-დან 30 მილიონ ტონამდე, გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა. ასევე ჩვენ შევიძენთ 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად სამგზავრო გადაყვანები, რომელიც არის ახლა წამგებიანი, გახდება მთლიანად მომგებიანი, დღეს სუბსიდირებულია და გახდება მომგებიანი. გაიზრდება მგზავრების გამტარუნარიანობა 2-დან 5 მილიონამდე, ორნახევარჯერ გაიზრდება მგზავრების გამტარუნარიანობა „საქართველოს რკინიგზაში“.

ასევე რკინიგზას დაემატება ქუთაისის მიმართულება, აღდგება ქუთაისის მიმართულება. წელს დასრულდება თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია. ახალციხის მონაკვეთი საერთოდ გაჩერებული იყო წლების განმავლობაში. ამ ყველაფრის შედეგად გადაადგილების დრო არსებითად შემცირდება – თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე გადაადგილების დრო თუ შეადგენს ახლა 5.5 საათს, შემცირდება 4 საათამდე, საათნახევრით. და რაც შეეხება ახალციხეს, თავის დროზე, როცა მოქმედებდა ეს რკინიგზა, 6 საათი სჭირდებოდა გადაადგილებას, დასჭირდება 3 საათი, შემცირდება გადაადგილების დრო ორჯერ“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, დაიწყება ანაკლიის 18-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და ასევე, განხორციელდება ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის, ეგრეთ წოდებული „კუკუშკის“ რეაბილიტაცია.

„ასევე, ძალიან მალე დაიწყება ანაკლიის 18-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და ასევე, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, განხორციელდება ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის, ეგრეთ წოდებული „კუკუშკის“ რეაბილიტაცია. ეს რაც შეეხებოდა რკინიგზას, ხედავთ, რამდენად შთამბეჭდავია ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა და ეს ყველაფერი არის კიდევ ერთხელ მართვის სისტემის ზოგადად გაუმჯობესების შედეგი, რაც კონკრეტულად აისახა კონკრეტულად რკინიგზაზეც“, – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას ამბობს კახა კალაძე ლოტკინზე, სკვერში მომხდარ შემთხვევაზე, რომლის დროსაც არასრულწლოვანი დაშავდა
  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 30 წლის გიორგი დამენია დაიღუპა
  • “თქვენ ვის „გადაგდებაზე“ საუბრობთ, როცა თანაგუნდელები „ჩაუშვით“ და ჩასვით ციხეში” – ფარულავა კობახიძეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge