Friday, June 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ასახელებს თარიღს, როდესაც თბილისის შემოვლითი გზა დასრულდება

June 26, 2026
„საქართველოს რკინიგზაში“ 1100 შტატი შემცირდა ისე, რომ რკინიგზას არაფერი დაეტყო – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2030 წელს დასრულდება.

მან პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარდგენისას დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

“განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. საანგარიშო პერიოდის გამავლობაში დასრულდა საუკუნის პროექტის, რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, რაც არის ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. მთლიანობაში, ამ მაგისტრალის სიგრძე შეადგენს 52 კმ-ს. ეს არის 4 ზოლიანი მაგისტრალი. გაიჭრა 51 გვირაბი და აშენდა 97 ხიდი. თავადაც ხედავთ, რამდენად მასშტაბური იყო გაწეული სამუშაოები. შედეგად, 8 კმ-ით შემცირდა გადადგილების მანძილი და განახევრდა მგზავრობის დრო. ასევე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის 6 კმ-იანი მონაკვეთი. მთლიანობაში, დღემდე დასრულებული მაგისტრალის სიგრძემ შეადგინა 383 კმ. აქედან უშუალოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შესაბამისად მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 319 კმ-ს. მიმდინარე წელს უკვე გამოცხადდა 2.8 მილიარდ ლარზე მეტის ღირებულების 91 ტენდერი გზების მიმართულებით. წლის ბოლომდე დაგეგმილია 3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 120-მდე ტენდერის გამოცხადება. გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა განვითარდეს საგზაო ინფრასტრუქტურა. უნდა დასრულდეს თბილისი-ბათუმის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთები, სამტრედიის ხიდი უნდა დასრულდეს 2028 წლისთვის. სამტრედია-გრიგოლეთის დარჩენილი 6 კმ-იანი მონაკვეთი ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი 3 კმ დასრულდება 2026 წლის ბოლომდე. ასევე, დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც თბილისისთვისაც მნიშვნელოვანია და ასევე, მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისთვის. მეორე ლოტის მშენებლობა დაიწყება 2026 წელს და 2030 წელს დასრულდება. მესამე ლოტი ასევე წელს დაიწყება და 2030 წელს დასრულდება. მეოთხე და მეხუთე ლოტები დაიწყება 2027 წლის დასაწყისში და დასრულდება 2029 წლის ბოლოს. მთლიანად, 2030 წლისთვის თბილისის შემოვლითი გზა დასრულებული იქნება. ასევე, წელსვე დავიწყებთ ბათუმი-სარფის მაგისტრალის მშენებლობას და დასრულდება 2031 წელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი და ძალიან მნიშვნელოვანია საერთო გამტარუნარიანობისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსთავის მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2029 წელს დასრულდება. „გეგმის მიხედვით, 2031 წელს მთლიანად ყველა მაგისტრალის მშენებლობა იქნება დასრულებული. რჩება სამტრედია-ზუგდიდის მონაკვეთი, რომლის მშენებლობა სავარაუდოდ, 2032 წელს დასრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას ამბობს კახა კალაძე ლოტკინზე, სკვერში მომხდარ შემთხვევაზე, რომლის დროსაც არასრულწლოვანი დაშავდა
  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 30 წლის გიორგი დამენია დაიღუპა
  • “თქვენ ვის „გადაგდებაზე“ საუბრობთ, როცა თანაგუნდელები „ჩაუშვით“ და ჩასვით ციხეში” – ფარულავა კობახიძეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge