Friday, June 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია” – კობახიძე პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას

June 26, 2026
“თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია” – კობახიძე პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას

თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული და ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შარშანდელი წელი იყო გარდამტეხი მთავრობის საქმიანობაში და ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს მთავრობის საქმიანობაში.

„ამ წლის განმავლობაში თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა საქართველოს მთავრობაში და ეს იყო მთავარი გარდამტეხი ცვლილება, რაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით. ეს საკადრო ცვლილებები ეხებოდა უშუალოდ სამთავრობო ცვლილებებს და მთავრობასთან დაკავშირებულ უწყებებს, მათ შორის ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობაში შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფით. 2025 წელს ამ დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად გადაიხედა 115 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც დაიზოგა 67 მილიონ ლარზე მეტი. ეს არის ის თანხა, რომელიც ისევ ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს. 2026 წელს დეპარტამენტის საქმიანობიდან მიღებულმა პირდაპირმა ეკონომიამ შეადგინა 67 მილიონი ლარი ხოლო ეკონომიამ მონიტორინგის შედეგად კორექტირებული ტენდერებიდან 34 მილიონი ლარი, ჯამში ეს არის 101 მილიონი ლარი. ეს არის ამ ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგი. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი რომელიც აცენებს თუ რამდენად არის შეცვლილი მიდგომა, დამოკიდებულება სახელმწიფოს მართვის მიმართ. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა მუშაობს სრულად გამჭვირვალედ, ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება და გამჭვირვალობა არის ნებისმიერი მანკიერებისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. მთლიანობაში ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენს მართვის სისტემაში კორუფციული პრაქტიკის ძირეულ აღმოფხვრას და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ამ ძირეულ მიზანს ჩვენ არსებითად მივაღწიეთ. კიდევ ერთხელ შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს, ოპონენტს თუ არაოპონენტს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ამ საანგარიშო პერიოდიდან გასული წლის ივნისიდან კორუფციასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ეჭვები და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვაგებთ პასუხს. კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული. რა თქმა უნდა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის საჭირო მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებით ქვედა დონეზე და ბუნებრივია, მთავრობა ყურადღებას არც მომავალში მოადუნებს, ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ თამამად შემიძლია განვაცხადო რომ კორუფცია ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული და ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში,“ – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
  • „სოლიდარობა და მხარდაჭერა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს“- გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან დღეს აქცია გაიმართება
  • ოჯახის ინფორმაციით, 32 წლის ქალს პირველ სამშობიარო კლინიკაში ოპერაციის შემდეგ სეფსისი განუვითარდა და 2 კვირაა კომაშია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge