ისრაელი აცხადებს, რომ მისი ჯარები ლიბანში, სირიასა და ღაზის სექტორში უვადოდ დარჩებიან. საგანგებო განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გააკეთეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ამ გადაწყვეტილებაში ირანის მხრიდან ნებისმიერ ჩარევას გამანადგურებელ პასუხს გასცემენ.
„ჩვენ ვაკონტროლებთ ლიბანის სამხრეთ ნაწილს და ეგრეთ წოდებულ უსაფრთხოების ზონაში იმდენ ხანს დავრჩებით, რამდენიც საჭირო იქნება. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – შეთანხმებით თუ მის გარეშე – სანამ მე პრემიერი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი ვერ ექნება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
