Thursday, June 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლა არ უნდა იყოს „დახვრეტაზე გასვლის“ ტოლფასი” – მევლუდ მელაძე “მეტრონომთან”

June 25, 2026
“მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლა არ უნდა იყოს „დახვრეტაზე გასვლის“ ტოლფასი” – მევლუდ მელაძე “მეტრონომთან”

“გამოცდაზე გასვლა არ უნდა იყოს „დახვრეტაზე გასვლის“ ტოლფასი” – ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მართვის მოწმობის გამოცდის პროცესი ზედმეტად სტრესულია და სისტემური ხარვეზების გამო საბოლოო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

“სტრესულია გამოცდის ჩაბარება და ეს ასე არ უნდა იყოს. გამოცდის ჩაბარება არ უნდა ნიშნავდეს „დახვრეტაზე გასვლას“.

ორი ნიუანსია: ერთი — როდესაც სამედიცინო ცნობა მოაქვთ, ეს არ უნდა იყოს სიმბოლური ცნობა, ე.წ. „ფსიხო“. ხშირად ასეთი ცნობების მიღება ზედაპირულია და რეალურად არ ხდება მისი სიღრმისეული შემოწმება, მიდიხარ და ყიდულობ.

მეორე მხარე არის უშუალოდ გამოცდა, რომელიც ძალიან სტრესულია. მე ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, ვინც გამოცდას ვერ აბარებს და ისეთ სტრესში არიან რომ ამას ვერ წარმოიდგენთ. ვფიქრობ, გარკვეულწილად უნდა გამარტივდეს ურთიერთობა და მიდგომა გამომცდელებსა და მძღოლობის კანდიდატებს შორის. გამოცდაზე გასვლა არ უნდა იყოს „დახვრეტაზე გასვლის“ ტოლფასი. წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესია, რომ ადამიანს შეიძლება გული გაუჩერდეს.

რაც შეეხება ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე, ამ შემთხვევაში ვერ დააკისრებთ პასუხისმგებლობას ვერც ინსტრუქტორს და ვერც რომელიმე კონკრეტულ პირს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი სტრესის ქვეშ აღმოჩნდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გაუძლო პროცესს.

თუმცა საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობის დაკისრება მაინც მიდის სახელმწიფომდე, რადგან სისტემურად არ არის გამართული როგორც სამედიცინო შემოწმების ნაწილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, სიღრმისეულად არ ტარდება, ასევე თავად გამოცდის პროცესი, რომელიც ძალიან სტრესულია. შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში მაინც ვერ იქნება თავიდან აცილებული” – განაცხადა მევლუდ მელაძემ “მეტრონომთან”.

ცნობისთვის, გუშინ საღამოს მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკის შენობიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
  • 53 წლის კაცი ჟურნალისტ ვახო სანაიას შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს – სანაია გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge