ალან გაგლოევის რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შესაძლო მიერთების პროცესთან კავშირში არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„არა, ეს შეუძლებელია“, – უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტების კითხვას, შეიძლება თუ არა სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის ცვლილება რუსეთის მიერ შესაძლო მიერთებასთან იყოს დაკავშირებული.
ერთი დღით ადრე გაგლოევმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა და რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე გადავიდა.
საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად მარატ კამბოლოვი დაინიშნა.
