Thursday, June 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

June 25, 2026
რამდენი ბავშვი დაიბადა 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში? – “საქსტატის” საგანგაშო სტატისტიკა

მედიები საერთაშორისო სავალუტო ფონდზე დაყრდნობით წერენ, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა – საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს პუბლიკაციას სახელწოდებით “უნარების შეუსაბამობისა და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე”.

“საქართველო გამოწვევების წინაშე დგას შრომის ბაზარზე. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია უმუშევრობის მაღალი დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, და ბიზნესების მხრიდან კვალიფიციური კადრების დეფიციტის შესახებ მზარდი სიგნალები… უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა ის კვლავ აღემატება შესადარის მაჩვენებლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამავე დროს, კომპანიები სულ უფრო ხშირად ასახელებენ კვალიფიციური მუშახელისა და სამუშაო ძალის დეფიციტს ბიზნესის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად… 2024 წელს სამუშაო ასაკის დასაქმებულთა 27% და ახალგაზრდების 36% იმ პოზიციებზე მუშაობდა, რომლებიც მათ განათლების დონეზე დაბალ კვალიფიკაციას მოითხოვდა. ამასთან, უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებულთა 40% დასაქმებული იყო საშუალო ან დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოებზე. საპირისპიროდ, არასაკმარისი კვალიფიკაცია განსაკუთრებით შეინიშნებოდა მაღალპროდუქტიულ სექტორებში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები (ICT), ფინანსები, მენეჯერული და პროფესიული საქმიანობა. მნიშვნელოვანი იყო ასევე სპეციალობისა და დასაქმების სფეროს შორის შეუსაბამობა: დასაქმებულთა მხოლოდ დაახლოებით ერთი მესამედი მუშაობდა იმ სფეროში, რომელიც მათ განათლებასა და პროფესიულ მომზადებას შეესაბამებოდა. ეს ტენდენციები მიუთითებს განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის სუსტ კავშირზე, ასევე მაღალი პროდუქტიულობის სექტორების შეზღუდულ შესაძლებლობაზე, შეითვისონ კვალიფიციური სამუშაო ძალა” – ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.

“იმედი” კვლევის მიხედვით წერს, რომ დასაქმების სტრუქტურა თანდათან გადაადგილდა სოფლის მეურნეობიდან ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებისკენ. ამავე დროს, ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა მაღალკვალიფიციურ სექტორებში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები (ICT) და ფინანსები, მაშინ როდესაც შემცირდა საშუალო კვალიფიკაციის სამუშაოებზე მოთხოვნა ვაჭრობის, გაყიდვებისა და მშენებლობის სფეროებში…

სხვა მედიები წერენ, რომ IMF-ი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობისთვის ორ ურთიერთშემავსებელ პრიორიტეტულ მიმართულებას გამოკვეთს. უნარების შეუსაბამობის შემცირება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი უკეთ შესაბამისობაში მოყვანა და მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და დასაქმების მოტივაციის გაძლიერება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები იცვლება
  • “თურმე რა ადვილი ყოფილა ამ პრობლემის გადაწყვეტა” – პაპუაშვილი “სიძულვილის ენაზე”
  • სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge