რატომ დასჭირდათ ავტოპარკის განახლება და რამდენად რაციონალურია თითქმის 47 მილიონი ლარის დახარჯვა 592 ახალი ავტომობილის შესაძენად? – ამ კითხვით „პირველებმა“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ“ 2026 წლის გამოშვების ავტომობილების შესაძენად რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შესყიდვების პროცესი გამჭვირვალეა და კორუფციული რისკების შემცირებას ემსახურება/
შესყიდვების სისტემაში გატარებულ ცვლილებებსა და ახალი მექანიზმების მნიშვნელობაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ისაუბრა.
“შესყიდვებში იყო პრობლემები, რა თქმა უნდა. ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ცვლილება შევიტანეთ კანონმდებლობაში, იცით, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ეფექტიანობის დეპარტამენტი შეიქმნა. ეს, რაც კეთდება, ყველა ემსახურება იმას, რომ დაიზღვეს მაქსიმალურად კორუფციული რისკები და მეტსაც გეტყვით, მათ შორის, ჩვენ ცენტრალური შესყიდვების ორგანოს დაფუძნებით, შევასრულეთ ევროკავშირის რეკომენდაცია შესყიდვების მიმართულებით, მათი მოთოვნაც იყოს ეს, თუმცა ეს სჭირდებოდა ქვეყანას, – ამბობს ლევან ჟორჟოლიანი
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე კი ფიქრობს, რომ ავტოლმობილების შესაძენად აღნიშნული თანხის გამოყოფა, რაციონალურია.
მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს რაციონალური, – ამბობს სარჯველაძე.
“პირველებმა” კითხვით “ოცნების” სხვა ლიდერებსაც მიმართა, თუმცა მათ პასუხის გაცემა არ ისურვეს.
მთავრობა ავტოპარკის განახლებას გეგმავს. „ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ“ 2026 წლის გამოშვების 592 ახალი ავტომობილის შესაძენად რამდენიმე ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვების საერთო ღირებულება თითქმის 47 მილიონ ლარს აღწევს, ხოლო ერთი ავტომობილის საშუალო ფასი დაახლოებით 79 500 ლარია.
