„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნატახტარი, წეროვანი, გოროვანი, ჩარდახი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში – სტალინის, იოსელიანის, მწითურის, ბექაურის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში: კობიაანთკარი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
