Tuesday, June 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ევროსაბჭოში დაგეგმილი დებატების წინ ALDE-ს ჯგუფს სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად ესაუბრა

June 23, 2026
ევროსაბჭოში დაგეგმილი დებატების წინ ALDE-ს ჯგუფს სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად ესაუბრა

ევროსაბჭოში დაგეგმილი დებატების წინ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს (ALDE) დისტანციურად ესაუბრა. შესაბამის ვიდეოს და ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სალომე ზურაბშვილმა ALDE-ს წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ქვეყანაში იმაზე დიდი უკმაყოფილება არსებობს, ვიდრე ქუჩებში გამოიხატება. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” წევრებმა იციან, რომ ვერანაირი ფორმის სახალხო მხარდაჭერის იმედი ვერ ექნებათ.

​”მიუხედავად იმ მძიმე, ინტენსიური ანტიევროპული პროპაგანდისა, რომელიც ყველა დონეზე უკვე 2.5 წელია მიმდინარეობს… იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს პროევროპულ ორიენტაციას, 71%-ია. ეს იმაზე მეტია, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებიც თავს ოფიციალურად პროევროპულად აცხადებენ.

ვითარება ისეთივე ცუდია[საქართველოში], როგორც ბელარუსში და თითქმის ისეთივე ცუდი, როგორც რუსეთში – გარდა იმ ფაქტისა, რომ ჩვენ გვყავს ცოცხალი საზოგადოება, რომელიც რეალურად არ ნებდება.

რეჟიმისთვის, ალბათ, სწორედ ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი: რომ მიუხედავად ყველა იმ რეპრესიული კანონისა, რომელიც მათ მიიღეს, ხალხი ინარჩუნებს ამ მიზანდასახულობას[ევროკავშირში ინტეგრაციას].

ქვეყანაში არსებობს ძალიან დიდი უკმაყოფილება, რომელიც ბევრად აღემატება იმას, რაც ქუჩებში გამოიხატება. ის ბევრად უფრო ფართოა. მათ [„ქართული ოცნების“ წევრებმა] იციან, რომ ვერანაირი ფორმის სახალხო მხარდაჭერის იმედი ვერ ექნებათ.

არსებობს მხოლოდ ერთი შესაძლებლობა და ეს არის მთელი საზოგადოებისა და მთელი პოლიტიკური სპექტრის ერთიანი ფრონტი, რათა შევძლოთ რეჟიმის დამარცხება. და ეს, დარწმუნებული ვარ, იქნება საქართველოს მომავალი,” – განაცხადა სალომე ზურაბშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების საკითხზე იმსჯელებს. 24 ივნისს დაგეგმილია ასამბლეის საზაფხულო სესიის სხდომა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება და კენჭი ეყრება რეზოლუციის პროექტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მდგომარეობას აფასებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სკამი, რომელზეც ილია თოფურია თეთრ სახლში, ოქტაგონზე იჯდა აუქციონზე იყიდება
  • ლევან იოსელიანმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში წარადგინა
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge