Tuesday, June 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

June 23, 2026
საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა დიდი ტკივილით მიიღო, მრავალი ადამიანი გულწრფელი თანაგრძნობითა და ცრემლით გამოეხმაურა მომხდარს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხალხებს შორის არსებულ ძმურ ერთობასა და სიყვარულს.

„ქართველ და ინგუშ ხალხებს გამორჩეული და მტკიცე მეგობრობა, მრავალჭირგადატანილი და წარუშლელი ისტორია გვაკავშირებს.

ბოლო დღეებში შეშფოთებით ვადევნებდით თვალს მოვლენებს. ყველა განსაკუთრებით შეგვძრა ინგუშეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ.

პატარა ინგუშმა ბიჭმა, ხიზირ დერბიჩევმა მეგობრის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაიღო.

მართლაც, საოცარია ამ პატარა ბავშვის სიმამაცე და მეგობრისადმი თავდადება. ის ბევრი ზრდასრულისთვის თავგანწირვისა და ადამიანობის ნიმუშად იქცა. ამ საერთო ტკივილმა თითქოს ჩვენი გულები გააერთიანა და, დიდ მწუხარებასთან ერთად, სიმტკიცისა და ერთობის ძალა განგვაცდევინა. მოყვასისათვის ზვარაკად გაღებულმა სიცოცხლემ კიდევ ერთხელ გვასწავლა, თუ რა არის ნამდვილი გმირობა და ვაჟკაცობა.

ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა დიდი ტკივილით მიიღო, მრავალი ადამიანი გულწრფელი თანაგრძნობითა და ცრემლით გამოეხმაურა მომხდარს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ხალხებს შორის არსებულ ძმურ ერთობასა და სიყვარულს.

გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ხიზირის მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. ნუგეში და მხნეობა მიმადლოს მათ უფალმა.

თანავუგრძნობთ მთელ ინგუშ ხალხს, ძლიერ და მედგარ ერს, რომელმაც, თავის მხრივ, ამ მძიმე დღეებში კიდევ ერთხელ გამოავლინა საოცარი ერთსულოვნება და სიმტკიცე“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სკამი, რომელზეც ილია თოფურია თეთრ სახლში, ოქტაგონზე იჯდა აუქციონზე იყიდება
  • ლევან იოსელიანმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში წარადგინა
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge