Tuesday, June 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს

June 23, 2026
„გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის სიმართლე და რუსეთის ფედერაციის დანაშაული საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ, – ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ქართველი სამხედრო პირების საქმეებზე.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება არა მარტო დაზარალებულთათვის არის მნიშვნელოვანი, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესისთვის.

„2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზე, წამებასა და ამ უმძიმესი დანაშაულების გამოუძიებლობაზე.

გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუთაშვილის მალხაზ მელაძის, კახაბერ ზირაქაშვილის – ქართველი სამხედროების მიმართ ჩადენილი დანაშაულები რუსეთის აგრესიისა და რუსული ოკუპაციის სასტიკი სახეა, რომელიც დღესაც გრძელდება საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული სხეულის წინააღმდეგ.

ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაზარალებულებისთვის და მათი ოჯახებისთვის, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესისთვის, ჩვენი სუვერენიტეტისა და ისტორიული სიმართლის საერთაშორისო სამართლებრივი აღიარებისთვის, თითოეული ქართველისთვის.

ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა იურისტს, ორგანიზაციასა თუ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა ამ სიმართლის დასადგენად, განსაკუთრებით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“.

ქედს ვიხრით გმირების წინაშე, ვინც საქართველოსთვის სიცოცხლე გასწირა. მათი უკვდავი სული მუდამ იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ქართველი ხალხის ცნობიერებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთს შეერაცხება გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობა, ასევე მათი და სხვა სამხედროების წამება და ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 395 000 ევროს გადახდა დააკისრა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლევან იოსელიანმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში წარადგინა
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge