Tuesday, June 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

შეეხება თუ არა მიხეილ სააკაშვილს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სასჯელის მოხდის ვადის ამოწურვამდე უცხოელი მსჯავრდებულების გაძევებასა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას ითვალისწინებს

June 23, 2026
“მოვუწოდებ ივანიშვილს, საახალწლოდ გამოუშვას აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

ადგილობრივ საბჭოს უფლება ექნება, კონკრეტული ვადის მოხდის შემდეგ, სავალდებულო წესით განიხილოს მსჯავრდებული უცხოელის დარჩენილი საპატიმრო სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, როგორიცაა გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ციხეების განტვირთვას და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევებას.

ამასთან, დარახველიძე აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილება ფართოვდება და მას ენიჭება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლებამოსილება.

„თუკი იგი არის მსჯავრდადებული და სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, კონკრეტული ვადის – ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 1/3, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 1/2, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 2/3-ის მოხდის შემდეგ, ადგილობრივ საბჭოს, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უფლება ექნება, განცხადების მომართვის გარეშე, სავალდებულო წესით განიხილოს მსჯავრდებული უცხოელის დარჩენილი საპატიმრო სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით, როგორიცაა გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ციხეების განტვირთვას და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, რომლებსაც დადასტურებულად აქვთ დანაშაული ჩადენილი და მათზე განაჩენი დამდგარია, ქვეყნიდან გაძევებას“, – განაცხადა დარახველიძემ.

მინისტრის მოადგილეს „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ მიმართა კითხვით, სასჯელთან დაკავშირებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები გავრცელდება თუ არა საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.

პასუხად, ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ ცვლილებები ეხება ყველა ადამიანს, ვინც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს და კანონი ერთ ადამიანზე ვერ იქნება მორგებული.

„მინდა, საზოგადოებისთვის კარგად განვმარტო, როდესაც ცვლილება შედის კანონში, ეს ცვლილება ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ამიტომ ბუნებრივია, ერთ ადამიანზე ვერ იქნება ვერანაირი ცვლილება და გამორიცხულია, რომ ასეთი ცვლილება იყოს დაინიცირებული“, – განაცხადა დარახველიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
  • პარლამენტში ლევან იოსელიანის ყოველწლიურ ანგარიშს უსმენენ
  • ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას მარატ კამბოლოვი შეასრულებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge