ალტე-ს უნივერსიტეტში სახანძრო ევაკუაცია გამოცხადდა – ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს და წერს, რომ როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უნივერსიტეტში ელექტროსადენებზე მოკლე ჩართვა მოხდა, შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა.
