Tuesday, June 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სამ ათწლეულზე მეტია, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მტკიცედ დგას ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეროვნული სიმშვიდის სადარაჯოზე” – მიხეილ ყაველაშვილი

June 23, 2026
“სამ ათწლეულზე მეტია, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მტკიცედ დგას ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეროვნული სიმშვიდის სადარაჯოზე” – მიხეილ ყაველაშვილი

საუკუნეების განმავლობაში, ქართველი მეომრისა და სამშობლოს მცველის ფენომენი განსაკუთრებულ ღირსებასთან, სიმამაცესა და ერთგულებასთან ასოცირდებოდა. თქვენ ამ საამაყო ტრადიციის ღირსეული გამგრძელებლები ხართ, – ასე მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32-ე წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ეს სამსახური არის ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუციური მდგრადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი.

მიხეილ ყაველაშვილმა თავდადებისა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა ყველა ოფიცერს, ვეტერანსა თუ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედ თანამშრომელს.

„სამ ათწლეულზე მეტია, რაც თქვენი სამსახური მტკიცედ დგას ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეროვნული სიმშვიდის სადარაჯოზე. თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და სამშობლოს უპირობო ერთგულება არის გარანტი, რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ინსტიტუტები და სახელმწიფოებრივი ინტერესები საიმედოდ არის დაცული. ყველა თქვენგანი კარგად აცნობიერებს, რომ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე დგას არა მხოლოდ კონკრეტული პირებისა თუ სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოება, არამედ მთლიანად სახელმწიფოს იმიჯი და საერთაშორისო რეპუტაცია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტი შეეხო მუდმივი განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან ადაპტირების მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ უახლესი სტანდარტების დანერგვა კიდევ უფრო ზრდის საერთაშორისო პარტნიორებში ნდობასა და ხაზს უსვამს ქართული სახელმწიფოს სიძლიერეს.

მიხეილ ყაველაშვილთან ერთად ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მთავრობა უცხოელი სტუდენტებისთვის ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ენის სერტიფიკატების კონკრეტულ ჩამონათვალს დაადგენს, ასევე, მათთვის გაიწერება სწავლის ვალდებულებაც და შეიქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა
  • ალტე-ს უნივერსიტეტში სახანძრო ევაკუაცია გამოცხადდა – რა ვითარებაა ადგილზე
  • “შემოდის ახალი კატეგორიის – „საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა“, რომელიც მუდმივი არ იქნება” – ალექსანდრე დარახველიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge