“შეგიძლიათ, ევროპარლამენტს ჰკითხოთ, [რატომ არ მიიწვიეს გაფართოების საკითხებზე კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნება] – ასე პასუხობს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი “tv პირველის” კითხვას.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის მიწვეული გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 2026 წლის 24 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართება.
“მე რა გითხრათ…”- უთხრა მან TV პირველის ჟურნალისტს. ჩვენი კორესპოდენტის რეპლიკაზე, “ვერ დაარწმუნეთ ევროპარლამენტი, რომ შეხვედრაზე დასწრებას იმსახურებდით, მინისტრმა თქვა: “ვერა”.
“ევროპარლამენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას და არც მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას”- წერია განცხადებაში რომელიც ევროპარლამენტმა “ევროსკოპს” მიწერა.
