მეტროში მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა — სატრანსპორტო კომპანიაში „მეტრონომთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ მოძრაობა 5–10 წუთში აღდგება.
„დაახლოებით 5–10 წუთში უნდა გავხსნათ მოძრაობა. მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა: ვარკეთილიდან სადგურამდე მგზავრებს ვერ ვემსახურებით და მომსახურება ხორციელდება მხოლოდ ახმეტელის თეატრიდან სადგურის მოედნამდე. წესით, 5–10 წუთში მოძრაობას განვაახლებთ“ — განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში “მეტრონომთან” საუბრისას
