Tuesday, June 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართავს

June 23, 2026
მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართავს: “მინდა ზოგიერთ ჩემს მეგობარს ვუპასუხო შიდა დემოკრატიაზე – იმათაც მინდა ვუპასუხო მიშა ციხეში ზის და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდესო: ჩემო ნანუკა [ჟორჟოლიანი], ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა”- წერია სააკაშვილის facebook-ის პირად გვერდზე გავრცელებულ წერილში.

სააკაშვილის თქმით, უნდა, რომ ყველას შეახსენოს „თუ რა არის თამაშის წესები, ნამდვილი დემოკრატია, ლიდერობა, მორალური ავტორიტეტი“.

„მინდა ზოგიერთ ჩემს მეგობარს ვუპასუხო შიდა დემოკრატიაზე. ისინი მსაყვედურობენ მიშა მხოლოდ ვიწრო წრეში იღებს გადაწყვეტილებებს და მერე გვაცნობსო, მეორე საყვედური ის იყო, რომ მიშას ხმა რეალურად ერთი ხმა კი არა ბევრი ხმა არისო და ამიტომ არ უნდა გაახმოვანოს თავისი გადაწყვეტილებაო.

კი მე ვარ იზოლირებული, ვეკონტაქტები ძირითადად ჩემს თავს და ასევე ციხის თანამშრომლებს, რომელთა ნაწილს შუშის თვალები აქვს, მაგრამ ჯერ ერთი, ვინც ჩემს პოსტებს კითხულობთ, ვინმემ შეამჩნიეთ რომ მარაზმში ვარ ჩავარდნილი და არ ვიცი თუ რა ხდება ამ ქვეყანაზე? და რომც არ ვიცოდე, ჩემი გადაწყვეტილება, არაფერი იმაზე მეტი არაა, ვიდრე უბრალო წინადადება, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ან არ მიიღოთ და აქ ვიწრო წრე არაფერ შუაშია.

რაც შეეხება იმას, რომ ჩემი ხმა ბევრ ხმას უდრის (ჩემი ახლო მეგობარი ეკა წამალაშვილი) – ჩემო ეკა, იცი რა არის ლიდერობა? როცა შენ უფრო გისმენენ ვიდრე ზოგიერთ სხვას.

ამ თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო. ივანიშვილი ემყარება ძალადობას და ფულს, მე კიდევ მინდა ვკითხო ენმ-ის წევრებს, ვინმეზე ვიძალადე? ან ჩემგან რამე მატერიალურ სარგებელს იღებთ? ხოდა თუ არ იღებთ, ესე იგი ჩემი ავტორიტეტი არის წმინდა წყლის მორალური ხასიათის მატარებელი.

იმათაც მინდა ვუპასუხო (და ეს ნანუკამ გააჟღერა) მიშა ციხეში ზის და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდესო. ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა.

მე მაგალითად მაინტერესებს ნადირაძის და ხაბეიშვილის აზრი, მერე რა რომ ციხეში არიან. ხოდა რა ვიცი, მინდოდა ყველასთვის შემეხსენებინა თუ რა არის თამაშის წესები, ნამდვილი დემოკრატია, ლიდერობა, მორალური ავტორიტეტი და ა.შ.“, – წერს სააკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თქვენ დღეს ქალების მომჩივანი, კორუმპირებული, მოძალადე კაცების პარტია გახდით” – ტატა ხვედელიანი „ქართულ ოცნებას“
  • შალვა ნათელაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ კირ სტარმერზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება
  • “მიხეილ სააკაშვილის განცხადება აჩვენებს, რომ ბიზნესზე არასწორი წარმოდგენა აქვს” – ბადრი ჯაფარიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge