საქართველომ ერთ-ერთი გამორჩეული ბიზნესმენი და თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი დაკარგა. 56 წლის ასაკში გარდაიცვალა „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი, თემურ უგულავა. ადამიანი, რომლის სახელსაც უკავშირდება არაერთი პროექტი.
ბევრისთვის თემურ უგულავა მხოლოდ წარმატებული ბიზნესმენი კი არა, დიდი იდეების ავტორი და ცვლილებების შემოქმედი იყო.
მომღერალი ნოდარიკო ხუციშვილი თემურ უგულავასთან ბოლო შეხვედრას იხსენებს.
„ძალიან რთულია, მთელი ქალაქის, ქვეყნის რიტმი და მიმართულება შეცვალო ერთმა ადამიანმა. რამდენ ადამიანს დაეხმარა, ვინც ამ დამპალ დაავადებას ებრძოდა… ბოლოს რომ შემხვდა, მითხრა, მამაშენს და კვაშალს დავაკლდი ეტყობა და მეძახიანო… კარგი იქნება, თუ ბევრ რამეზე იცინებენ კიდევ ერთად… თემურ, გულწრფელი მადლობა იმისთვის, რაც ამ ქვეყნისთვის გააკეთე“, – წერს მომღერალი.
