Monday, June 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შსს გიორგი მელთაურს მეგობრის, ლევან ზაზაძის შეურაცხყოფას ედავება

June 22, 2026
შსს გიორგი მელთაურს მეგობრის, ლევან ზაზაძის შეურაცხყოფას ედავება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეს მეგობრის შეურაცხყოფას ედავება. ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული საქმე უკვე სასამართლოშია და მოსამართლე თამარ ენუქიძემ უნდა განიხილოს მიაყენა თუ არა Facebook-ზე შეურაცხყოფა გიორგი მელთაურმა მის მეგობარს, ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს.

სასამართლო სხდომა დღეს, 22 ივნისის 14:00 საათზე იყო ჩანიშნული. თუმცა, სხდომაზე არ გამოცხადდა ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენელი. ამიტომ, განხილვა 30 ივნისის 15:00 საათამდე გადაიდო.

მედავებიან, რომ თითქოს ლევანს რაღაც შეურაცხყოფა მივაყენე. არადა, ლევანი მეგობარია ჩემი […] წელიწადზე მეტია ერთად ვდგავართ [აქციაზე],” – განუცხადა “ნეტგაზეთს” გიორგი მელითაურმა.

ფოტოგრაფი ლევან ზაზაძე გამოცემასთან ამბობს, რომ სააგენტოს შედგენილი ოქმი, რომელსაც ისინი “სქროლვა-სქრინვის” სამმართველოს ეძახიან, აბსურდია.

ამ სამმართველომ, რასაც ჩვენ სქროლვა-სქრინვის სამმართველოს ვეძახით, ქიმბარიშვილის მეთაურობით, გადაწყვიტა, რომ ჩემი ნაცნობი და მეგობარი სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებს მე. ძალიან დიდი აბსურდია ჯერ ზოგადად ადამიანებს სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო რომ ასამართლებენ, ჯარიმებს აკისრებენ და არ არის გამორიცხული, საერთოდ პატიმრობაში გაუშვან. მაგრამ, მეორე საკითხია და ყველაზე აბსურდული ის არის, რომ ჩემს ნაცნობს საქმე აღუძრეს, ჩემი შეურაცხყოფის საფუძვლით. ანუ, ვიღაცებმა გადაწყვიტეს რომ ჩემი ღირსება დაიცვან ჩემი ნაცნობ-მეგობრისგან და გადასცეს საქმე სასამართლოს. ეს არის აბსურდი,” – ამბობს ლევან ზაზაძე “ნეტგაზეთთან”.

ლევან ზაზაძის თქმით, სოციალურ ქსელში კომენტარის დაწერის გამო არც საკუთარი ინიციატივით დაიწყებდა სამართლებრივ დავას და კიდევ უფრო მიუღებელია მისთვის, თუ ამას სხვა, ამ შემთხვევაში “სქრონვა-სქრინვის” სამმართველოს თანამშრომლები გააკეთებენ.

ჩემი ინიციატივის გარეშე, ვინმეს მიმართ რომ დაიწყოს საქმის წარმოება, მიიყვანონ სასამართლოში და გაასამართლონ, ეს მე სრულიად აბსურდი მგონია. ვიღაც ადამიანები სხედან, სოციალურ ქსელში ეძებენ კომენტარებს, რომ ჩემ ნაცვლად სასამართლოს მიმართონ, ვითომ ვიღაცამ ჩემი ღირსება შეურაცხყო, უნდა დაიწყონ საქმის წარმოება და ადამიანი დასაჯონ. ეს ჩემთვის მიუღებელია, მეტიც, გიორგი მელითაური რომ არ ყოფილიყო და მართლა დაეწერა ვიღაცას კომენტარი ჩემზე, მაინც არ შევიტანდი განცხადებას მე სასამართლოში და არ დავიწყებდი დავას. ეს არის ჩემი პოზიცია.

ყველაზე ცინიკური ამ საქმეში ის არის, რომ რაზეც იყო პოსტი, რაც მოხდა, არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე არც მე და არც თამარ გიორგაძე ჯერ დაკითხულებიც არა ვართ. იმ ინციდენტის მერე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან არავინ დაგვკავშირებია – უკვე ორი კვირაზე მეტი გავიდა. სამაგიეროდ, გიორგი მელითაურს მალევე შეატყობინეს, ოქმია თქვენს სახელზე შედგენილი კომენტარის გამოო და დაიწყეს ადმინისტრაციული წარმოება

ანუ, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბევრად მძიმე დანაშაულია, თაროზე არის შემოდებული, არ ვიცით რა ხდება, ის პიროვნება [თავდამსხმელი] სავარაუდოდ, თავისუფლად გადაადგილდება, მაგრამ ასეთი აბსტრაქტული საფუძვლით ასამართლებენ გიორგი მელითაურს. ეს არის ძალიან დიდი აბსურდი,” – განაცხადა ლევან ზაზაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რომ არა თემური, მე ამ განსაკუთრებულ პროექტს საქართველოში ვერ გავაკეთებდი”- რას წერს ნათია ფანჯიკიძე
  • სააკაშვილი საკუთარი პარტიის ლიდერებს აკრიტიკებს – რატომ ფიქრობს პარტიის დამფუძნებელი, რომ ლიდერშიპი საკუთარ ამომრჩეველს დაშორდა
  • იპოვეს 8 წლის ბიჭის ცხედარი, რომელიც მდინარეში მეგობრის გადასარჩენად გადახტა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge