ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობს, ნოვატორული იდეებით მოაწონოს თავი თავის ბელადს. ალბათ, სწორედ ამიტომ დაწინაურდა, – ამის შესახებ ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ დაღმასვლისკენ მიმავალი პარტიაა, რომელსაც არა თუ ნორმალური ახალგაზრდა, ნორმალური არავინ შეუერთდება“.
„ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის სახით სრულებით არანორმალური ლიდერი რომ ჰყავს, ახალი არ არის, მაგრამ ახლა მის წინ კეკლუცობისა და თბილი ადგილის მოსაპოვებლად ქალები ეჭიდებიან ერთმანეთს. ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა. ნანუკა ჟორჟოლიანი და თინა ბოკუჩავა ერთმანეთს იმიტომ ესხმიან თავს და შემდეგ თავს იმართლებენ, რომ სააკაშვილს თავი მოაწონონ, როგორღაც, პირველობა დაიმსახურონ. ის ფაქტი, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი დასახელდა და თავად ბელადი მოიაზრებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ალბათ, კარგად გვაჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი დიდი შოუა, რომელსაც ისეთი იაფფასიანი შოუმენი სჭირდება, როგორიც ნანუკა ჟორჟოლიანია.
ფაქტია, ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობს, ნოვატორული იდეებით მოაწონოს თავი თავის ბელადს. ალბათ, სწორედ ამიტომ დაწინაურდა. ეჭვი მეპარება, მის რომელიმე მოსაზრებას რაიმე აზრიანი ან დასაბუთებული საფუძველი ჰქონდეს. ამას ადასტურებს ის, რომ ახალი სახეებით და ახალგაზრდებით „ნაცმოძრაობის“ განახლება ყველაზე დიდი სისულელეა. „ნაცმოძრაობა“ დაღმასვლისკენ მიმავალი პარტიაა, რომელსაც არა თუ ნორმალური ახალგაზრდა, ნორმალური არავინ შეუერთდება. ერთადერთი, რაზეც „ნაცმოძრაობა“ დღემდე დგას, ფუნდამენტალისტი „ნაცები“ არიან, რომლებიც ძალადობრივი რეალობიდან ვერ გამოდიან და, ფაქტობრივად, თავის ბელად სააკაშვილს სტოკჰოლმის სინდრომით ყვარობენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
