Monday, June 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეფექტი არის” – ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე

June 22, 2026
შსს-ს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში დიდი ოდენობით იარაღი და ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებული 39 პირი

გამოხატვა არ უნდა ლახავდეს სხვა ადამიანის ღირსებას – ჩვენი თანამშრომლები ნამდვილად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო ასეთი შემთხვევები, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ასეთი ქმედებები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მოსაზრება, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედი სამმართველო მარტო ერთი კონკრეტული მხარის სასარგებლოდ მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

დარახველიძე განმარტავს, რომ დაჯარიმებულ ადამიანებს შორის არიან ისინიც, რომლებმაც კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენეს და შესაბამისი პოზიცია საჯარო სივრცეში გამოხატეს.

“თუკი ადგილი აქვს აზრის გამოხატვას და ეს არ გადადის ზღვარგადასულ ლანძღვა-გინებაში, კონკრეტულ ადამიანებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებაში, ბუნებრივია, ეს დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, რომელიც შსს-მ წარვადგინეთ სასამართლოში, ალბათ, თითოეულ თქვენგანს კარგად შეგიძლიათ ნახოთ, რომ თითქმის ყველა განცხადება, რომელზეც მოხდა რეაგირება, იყო ლანძღვა-გინება, უხამსობები. შეიძლება ადამიანმა გააკრიტიკოს კონკრეტული პოლიტიკა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმართულება, მაგრამ აქ არის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უხამსობა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება. გამოითქვა მოსაზრება, რომ სამმართველო მარტო ერთი კონკრეტულ მხარის სასარგებლოდ მოქმედებს. კარგად ნახეთ, რომ დაჯარიმდნენ ადამიანები, რომლებმაც მაგალითად, კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ გამოიჩინეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება და გამოხატეს საკუთარი პოზიცია საჯარო სივრცეში. გამოხატვის თავისუფლებით დაცულია კონკრეტული პირების უფლება, რომ გამოხატონ საკუთარი პოზიცია, მაგრამ ეს გამოხატვა არ უნდა ლახავდეს სხვა ადამიანის ღირსებას. როგორც კი სხვა ადამიანის ღირსებას ლახავს, ეს არის ლანძღვა-გინება და ეს ყველაფერი არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა, მოვახდინოთ რეაგირება. ეფექტი არის ის, რომ ჩვენი თანამშრომლები ნამდვილად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო ასეთი შემთხვევები, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ასეთი ქმედებები,” – განაცხადა დარახველიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ლელო“ მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
  • “სახალხო დამცველი დღეს საკუთარ თავსაც ვერ იცავს” – ვიკა ფილფანი
  • “Nestle სანქცირებული „იმედის“ წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს” – რა ინფორმაცია ვრცელდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge