Monday, June 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა განცხადებას ავრცელებს

June 22, 2026
“თუ ელენე ხოშტარიას შესაბამისი მკურნალობა არ დაენიშნა, შესაძლოა, ციხიდან ეტლით გამოვიდეს” – თინა ბოკუჩავა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ენმ-ს ოპოზიციის ალიანსში შესვლის გადაწყვეტილების შესახებ. ბუნებრივია იცოდა და აღნიშნული საკითხი მასთან განიხილებოდა საკმაოდ დეტალურად.
მეტიც, მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის და ამ მოსაზრებას ვუზიარებდი მას. რატომ? რადგან მიმაჩნია, რომ გამარჯვების დემოკრატიული ფრონტი ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანებაა, რომელიც არჩევნებშიც ერთად უპირისპირდება რეჟიმს, ერთად ერთის წინააღმდეგ. ალიანსი ვერც ერთ ამ მდგენელს ვერ აკმაყოფილებდა.
პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა. ამგვარად მეც დავთანხმდი მის გადაწყვეტილებას ენმ შესულიყო ოპოზიციის ალიანსში. შესვლიდან 2-3 თვეში ალიანსის დემონსტრაციულად დატოვება კი არათანმიმდევრულობად მიმაჩნდა და გავიზიარე პრეზიდენტი სააკაშვილის საჯარო პოზიცია, რომ არანაირ დემარშს ნაციონალური მოძრაობა არ აპირებდა. ახლა ამ თემის ხელოვნურად აქტუალიზებაც არ მიმაჩნია გამართლებულად. თუ რამეა ხალხთან დაშორებული და მათ რეალურ პრობლემებს მოწყვეტილი, სწორედ ეს დისკუსიაა.
რაც შეეხება შიდა პარტიულ პროცესებს, ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. პრეზიდენტი სააკაშვილის, პოლიტ საბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის, თბილისის ორგანიზაციის ხერხემლის ირაკლი ნადირაძის ტყვეობის პირობებში, ყოველგვარი ფინანსური რესურსების გარეშე და მუდმივი გაუქმების საფრთხის წინაშე – მაინც გადავრჩით, ვერ გაგვაუქმეს, ვერ გაგვაქრეს! ეს უპირველეს ყოვლისა ჩვენი გაუტეხელი მხარდამჭერების, რეგიონული და რაიონული ლიდერების და ორგანიზაციების დამსახურებაა. მაგრამ ამავდროულად, ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ საერთაშორისო ძალისხმევის დამსახურებაა, რაშიც ენმ-ს საგარეო გუნდი დიდ რესურსს დებს.
არსებული გამოწვევები ღია, ინკლუზიური, გულწრფელი, დემოკრატიული შიდა პარტიული დისკუსიის შედეგად უნდა დავძლიოთ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა, ენმ-ს ყველაზე ძველი და დამსახურებული წევრიც და ისიც, ვინც ახლა შემოგვიერთდა. მხოლოდ ასეთი პროცესი მიგვიყვანს გადაწყვეტილებამდე, რომელიც იქნება გამართლებული პოლიტიკური პრაგმატიზმით და გამყარებული ადამიანური მორალით.
გავიმარჯვებთ სახელოვნად! ერთად! საქართველოსთვის!” – წერს სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასახლის ღობის საქმე – ცნობილია რა განაჩენი გამოუტანეს 8 პირს
  • “ნანუკა ჟორჟოლიანი რომელი დიდი მოაზროვნე მყავს, რომ ყოველ დილით მის უაზრო ნააზრევზე კომენტარი გავაკეთოთ?!” – რას ამბობს თენგიზ შარმანაშვილი
  • საქსტატის მონაცემებით, უცხოელებს შორის საქართველოში ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს – 37 715 კაცი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge