სკოლის ფორმების ₾45-მილიონიანი კონტრაქტი მარტში დაფუძნებულ ჩინურ კომპანიასთან, შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისთან” გაფორმდა – ინფორმაციას ამის შესახებ BMG ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანია საქართველოში 2026 წლის 10 მარტს დარეგისტრირდა. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს.
