Sunday, June 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დიდუბეში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა — რა დეტალები ხდება ცნობილი

June 21, 2026
დიდუბეში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა — რა დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, დიდუბეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის ახლობლის ინფორმაციით, მამაკაცი 35 წლის იყო

როგორც მან განაცხადა, ის შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

“პატრულმა დაგვირეკა და გაგვაგებინა. ვიცნობდი, უბრალოდ. გარდაიცვალა 35 წლის საოცარი ადამიანი, სხვა არაფერი ვიცი.

მუშაობდა და კომპანიამ გაუშვა – რეისს ასრულებდა. როგორც ჩანს, ძლიერი მუხრუჭის ფონზე მოხდა – გამოძიება იტყვის”, – განაცხადა გარდაცვლილი მძღოლის ნაცნობმა ქალმა.

ცნობისთვის, დიდუბეში, რამდენიმე საათის წინ სატვირთო მანქანას საკუთარი ტვირთი – რკინის კონსტრუქცია დაეცა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანას რკინის კონსტრუქციები დაეცა, რომლითაც დატვირთული იყო. კერძოდ, თვითმხილველების ცნობით, სატვირთოს მძღოლმა დაამუხრუჭა, რა დროსაც, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც ავტომობილს გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მისივე კაბინას დაეცა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ტემპერატურა +30 გრადუსს გადააჭარბებს“ – უახლოესი დღეების პროგნოზი
  • ისრაელ კაცი განცხადებას ავრცელებს
  • ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge