დიდუბეში სატვირთო ავტომობილიდან მაშველებმა 1 პირი გადმოიყვანეს – მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია – ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანაში 2 პირი იმყოფებოდა.
დიდუბეში სატვირთო მანქანას რკინის კონსტრუქცია დაეცა. გავრცელებული ცნობებით, სატვირთოს მძღოლმა შუქნიშანთან დაამუხრუჭა, რა დროსაც არმატურა, რომელიც ავტომობილით გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მის კაბინას დაეცა.
