Saturday, June 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

20 ივნისის მოვლენებზე მთავარი პასუხისმგებელი კობახიძეა – გახარიას გუნდი

June 20, 2026
20 ივნისის მოვლენებზე მთავარი პასუხისმგებელი კობახიძეა – გახარიას გუნდი

„გავრილოვის ღამიდან“ შვიდი წლის თავზე, 20 ივნისის მოვლენების შეფასებები კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების საგანია. გიორგი გახარიას გუნდი პასუხისმგებლობას იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ქმედებებს აკისრებს და აცხადებს, რომ სწორედ მისმა გადაწყვეტილებებმა შექმნა პროცესები, რომლებმაც მასშტაბური საპროტესტო აქცია გამოიწვია.

პარტიაში ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა, გიორგი გახარია და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ ღამეს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვას უზრუნველყოფდნენ.

ამასთან, გახარიას გუნდი კვლავ უარყოფს ბრალდებებს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება უშუალოდ გიორგი გახარიამ გასცა.

“დღეს 20 ივნისია, 7 წელი მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ გავრილოვს უმასპინძლა საქართველოში და საკუთარი სავარძელი დაუთმო და შემდეგ, როცა უპასუხისმგებლო, მშიშარა კობახიძის გამო ქვეყანაში და რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დაიძაბა, რასაც ძალიან ობიექტური და ჭეშმარიტი პროტესტი მოჰყვა, ადამიანების სამოქალაქო პროტესტი, კობახიძე გაიქცა ბაქოში და ბაქოში იმალებოდა. ეს ძალიან კარგად იცის ყველამ. ირაკლი კობახიძეს აქვს სტატუსი, რომელიც არის 20 ივნისის ორგანიზატორი. ადამიანმა შექმნა ის პროცესები, რომელიც შეიქმნა 20 ივნისს.

ხოლო, ჩვენ, 20 ივნისის აქცის ვუერთდებით თუ არა დღეს, რა თქმა უნდა, არ ვუერთდებით, იმიტომ, რომ მიუხედავად ირაკლი კობახიძის უპასუხისმგებლო საქციელისა, ამ მშიშარა ადამიანისა, რაც მოაწყო 20 ივნისს, გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი შსს-ში მაშინ იცავდა პარლამენტს და სახხელმწიფო ინსტიტუტს. ეს ღამე, რომელიც გადაიქცა “ნაციონალური მოძრაობის” ტურის ღამედ, აი, ეს ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა.

რაც შეეხება რეზინის ტყვიებს, 161 პარაგრაფში ნათლად წერია, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გაცემის ბრძანება არ გაუცია”, – ამბობენ გახარიას გუნდში.

“გავრილოვის” ღამიდან შვიდი წლის თავზე თბილისში ისევ პროტესტისთვის ემზადებიან.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები საღამოს 19:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღად დარჩა. სწორედ ამ დღეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაშალა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის მოქალაქეებმა თვალის დაზიანებები მიიღეს.

20 ივნისის მოვლენების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ელენე ხოშტარია, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გავრცელდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზღვამ სავარაუდოდ რუსული წარმოების დრონის ნამსხვრევი გამორიყა – ფოტო ანაკლიის სანაპიროდან
  • ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის ქუჩები დაიტბორა – რა ვითარებაა ადგილზე
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნავროკცკის „თეთრი არწივის“ ორდენი ფოსტით გაუგზავნა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge