Saturday, June 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქართველების სადებიუტო ბრძოლები UFC-ში – ორი ახალი ძალა

June 20, 2026
ქართველების სადებიუტო ბრძოლები UFC-ში – ორი ახალი ძალა

21 ივნისს ლევან ჩოხელი და ოთარ თანზილოვი UFC-ში თავიანთ სადებიუტო ბრძოლას გამართავენ. მოვლენა ნამდვილად გამორჩეულია, რადგან ალექსანდრე თოფურიას შემდეგ, მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში ახალი ქართველი სახეები აღარ გამოჩენილან. მათი პირველი ჩხუბის წინ, გავიხსენოთ თუ როგორი დებიუტი ჰქონდათ ჩვენს მებრძოლებს UFC-ში.

ალექსანდრე თოფურია V კოლბი თიქნესი | UFC 312: Du Plessis vs. Strickland 2 | 08/02/2025 | მოგება, ერთსულოვანი გადაწყვეტილებით

თოფურიასა და თიქნესის ბრძოლა საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან ორივე სპორტსმენისთვის ეს UFC-ში სადებიუტო ჩხუბს წარმოადგენდა. ამ დუელს დამატებითი ინტრიგა იმიტომ ჰქონდა, რომ კოლბი ალექს ვოლკანოვსკის გუნდელია და ლეგენდარული ქვემსუბუქწონოსანი მის კუთხეში იყო.

ალექსანდრეს მხარეს კი რა თქმა უნდა, ილია თოფურია იდგა. გამომდინარე იქიდან, რომ დაუმარცხებელმა ჩემპიონმა ავსტრალიელი მეტოქე დაამარცხა, ძმებისა და მეგობარი გუნდელების დუელს მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო. რაც შეეხება შედეგს, ქართველმა სუპერმსუბუქწონოსანმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

გიგა ჭიკაძე V ბრენდონ დევისი | UFC on ESPN+ 18: Hermansson vs. Cannonier | 28/09/2019 | მოგება, გაყოფილი გადაწყვეტილებით

ჭიკაძემ UFC-თან კონტრაქტი ბრძოლამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე გააფორმა, მას შემდეგ, რაც დევისის თავდაპირველი მეტოქე ტრავმის გამო ჩხუბს ჩაეხსნა. გიგას არ ჰქონდა სრულფასოვანი მოსამზადებელი კემპი, მაგრამ შანსი მან ხელიდან არ გაუშვა. ბრენდონი კი იმ დროისთვის უკვე გამოცდილი მებრძოლი იყო, რაც ქართველი ქვემსუბუქწონოსნისთვის დიდ გამოცდას ნიშნავდა.

რაც შეეხება შედეგს, აქ ერთი სახალისო და უცნაური ფაქტი მოხდა – ბრიუს ბაფერმა შეცდომით გამოაცხადა, რომ ბრძოლა ფრედ დასრულდა, თუმცა რამდენიმე წამში შეცდომა გამოასწორა, ბოდიში მოიხადა და მოგებულად “ნინძა” გამოაცხადა.  განაგრძეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნავროკცკის „თეთრი არწივის“ ორდენი ფოსტით გაუგზავნა
  • უგზოობა და მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები გურიაში – სოფელ საჭამია სერის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
  • ივანიშვილი კობახიძეს მალე ურნაში მოისვრის, წულუკიანი ან ქვრივიშვილი შეცვლის – ლევან ხაბეიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge