„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელშ პოსტი გამოაქვეყნა:
“მას შემდეგ რაც ევროკავშირმა 6 თვიანი ვადა მოგვცა მოთხოვნების შესასრულებლად:
– გააგრძელეს ევროპელი პოლიტიკოსების ლანძღვა
– გააგრძელეს დასავლეთზე დაბრალება რომ თითქოს საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს
– დაიწყეს მტკიცება რომ ‘დეოლიგარქიზაცია’ ყველას ეხება ბიძინას გარდა
– ფლაერების დარიგებისთვის სცემეს სტუდენტები
– კიდევ ერთხელ ჩააბეტონეს ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოში
– სამი ადამიანი გამოყვეს სპეციალურად დასავლეთის ვირეშმაკულად სალანძღავად
– ოფლიან ზონდერებს უქსევენ ადამიანებს რომლებიც ’წინ ევროპისკენ’ ფურცლებს არიგებენ ქვეყნის მასშტაბით
– ტელევიზიის მფლობელი სცემეს დეპუტატებმა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე და ამას ამართლებენ იმით რომ იმან შეურაცხყოფა მიაყენა ერთერთ ჩვენგანსო
რა მესიჯია ეს ევროკავშირისთვის?
ა) &ლეები ვართ და მაინც მოგვეცით სტატუსი
ბ) &ლეებივით მოვიქცევით და მაინც მოგვეცით სტატუსი
თუ
გ) &ლეზე გვკიდია თქვენი სტატუსი
თუ &ლე არ ხარ, უნდა ხვდებოდე რომ ევროკავშირის გადმოსახედიდან სამივე ეს პასუხი ერთი &ლეა
უხეშად გამომივიდა, ბოდიში
3 ივლისს, 20.00 საათზე, ისევ რუსთაველზე” – წერს ჯაფარიძე